საქართველოს პრეზიდენტი ჯონ ჰეიმრესს და ზბიგნევ ბრზეჟინსკის შეხვდა
პოლიტიკა - 21:16, 30 Sep, 2015     1300
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წევრებს შეხვდა.

ქვეყნის პირველმა პირმა პირისპირ საუბარი გამართა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის პრეზიდენტ ჯონ ჰეიმრესთან და ცენტრის მრჩეველ ზბიგნევ ბრზეჟინსკისთან.

დახურული შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს.

ქვეყნის პირველმა პირმა აქცენტი დასავლეთის როლის კიდევ უფრო გაძლიერებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, აშშ-მ და ევროპამ ტრადიციული ლიდერობა ითავონ, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის და არაღიარების პოლიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდეს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს. დელეგაციამ აქცენტი გაამახვილა საქართველოში მიმდინარე იმ რეფორმებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად ახორციელებს.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტები საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკითაც დაინტერესდნენ და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად პირველი პირისგან მოისმინეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42