„ბერი ანდრიას სახელობის ფონდი" პარლამენტს ესტუმრა
პოლიტიკა - 18:59, 30 Sep, 2015     1709

საქართველოს პარლამენტს, „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის" ინიციატივით ორგანიზებული „სიცოცხლის ფესტივალის" ფარგლებში, ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები ეწვივნენ.

ბავშვებს პარლამენტის თავმჯდომარემ უმასპინძლა. დავით უსუფაშვილის თქმით იმის მიუხედავად, რომ ამ პრობლემებით დაავადებული ბავშვებისთვის სახელმწიფო პროგრამა არსებობს, ეს არასაკამარისია და საზოგადოების ყველა ნაწილმა და უპირველესყოვლისა პარლამენტმა ამ პრობლემის მოგვარებაზე უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს:

"პარლამენტში ჩვენ ხშირად გვესტუმრებიან ხოლმე ბავშვები, სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში, მაგრამ დღევანდელი სტუმრები გამორჩეული ხალხია და მართლაც, ყველა ვართ შეძრულნი. ეს პატარა ბავშვები, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან, რომლებსაც გაუმართლათ, რომ მათ გვერდში უდგანან არა მხოლოდ მშობლები და ახლობლები, არამედ „ბერი ანდრიას ფონდი“ და იქ მოღვაწე ადამიანები, რომლებმაც სრულიად უნიკალური მოდელი შექმნეს ასეთი პრობლემების მქონე ბავშვების მკურნალობის და რეაბილიტაციის და რაც მთავარია, ისინი ახერხებენ კიდევ უფრო გაფართოებას ანუ ძალისხმევის გაფართოებას. საქართველოს პარლამენტში მათი სტუმრობა, ერთის მხრივ, სიმბოლურია, მათ სურდათ პარლამენტის ნახვა, პარლამენტარებთან შეხვედრა, მეორეს მხრივ, ამას ძალიან კონკრეტული და პრაგმატული ამოცანები აქვს, პარლამენტს სერიოზული როლი აკისრია იმისათვის, რომ ყველა კონკრეტულ პრობლემას ყველაზე უფრო ეფექტური გამოსავალი მოუძებნოს-ეს იქნება საკანონმდებლო დონეზე, საბიუჯეტო დონეზე თუ სხვა. მე მახსენდება 2-3 თვის წინ ჩვენი ერთობლივი მუშაობა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა და ზოგადად ლეიკემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში, სადაც აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მთავრობა, პარლამენტი-ასე, მოვახერხეთ და ერთად დავდექით და ამან სერიოზული შედეგები მოგვცა, მათ შორის, სახელმწიფო პროგრამების თვალსაზრისით. დღეს ამ პრობლემებით დაავადებული ბავშვებისთვის სახელმწიფო პროგრამა არსებობს, ის 70 %-ით უზრუნველყოფს მკურნალობას, მაგრამ 70%-ი არ არის 100%-ი. გარდა ამისა, არის ასპექტები ამ ყველაფერში, რომელიც ფულად გამოხატულებაში ვერ გაიზომება, ეს არის ადამიანური სითბო, ეს არის სოლიდარობა, რისი გამოვლინებაც იყო დღევანდელი დღე. ასე რომ დღეს სრულიად გამორჩეული სტუმრები გვყავდა დღეს ჩვენ და დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი კიდევ უფრო მეტს გააკეთებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად."- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42