საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელ კონგრესმენ მაიკლ ტერნერს შეხვდა
პოლიტიკა - 18:30, 30 Sep, 2015     1180
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქალაქ ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. პირველი შეხვედრა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გამართა.

ქვეყნის პირველი პირი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ოჰაიოს კონგრესმენ მაიკლ ტერნერს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრება ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია.

ყურადღება ნატო-ს უელსის სამიტსა და არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზეც გამახვილდა, რომელიც საქართველომ ამ სამიტზე მიიღო.

ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა მაიკლ ტერნერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში აშშ-ს მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის და იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარებას გულისხმობს.

საუბარი ასევე შეეხო ვარშავის მოახლოებულ სამიტსაც და განსაკუთრებით აღინიშნა აშშ-ს მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნულ სამიტზე.

მხარეებმა ნატო-ს სამშვიდობო მისიებში, ტერორიზმის წინააღმდეგ ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობაზე ისაუბრეს. ასევე საქართველოს პრეზიდენტმა და კონგრესმენმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და, ასევე რეგიონში არსებული მდგომარეობა შეაფასეს.

დღეს ვაშინგტონში ასევე დაგეგმილია პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები სენატორებთან. გიორგი მარგველაშვილი სიტვით გამოვა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში, რის შემდეგაც გაიმართება სამუშაო სადილი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42