ნათია მეზვრიშვილი ე.წ. "ნარუშილოვკების" სკანდალზე პირველ კომენტარს აკეთებს
სოც.მედია - 15:57, 30 Sep, 2015     5842

პროკურორი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ მას ე.წ. „ნარუშილოვკა“ არასოდეს არ ჰქონია.

გუშინ გავრცელებულ კადრებზე მეზვრიშვილი განმარტებას სოციალურ ქსელში აკეთებს.

„პირველ რიგში ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. უამრავმა ადამიანმა მომწერა და დამირეკა.

არ ვაპირებდი კომენტარის გაკეთებას, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ სიმართლე მდგომარეობს შემდეგში:

1. ნათია მეზვრიშვილს არასოდეს ჰქონია ე.წ. „ნარუშილოვკა“;

2. ნათია მეზვრიშვილი, რომელსაც როგორც ამბობენ ჰქონდა ე.წ. „ნარუშილოვკა“, არაერთხელ არის დაჯარიმებული და ჯარიმაც გადახდილი აქვს;

3. ნათია მეზვრიშვილი სარგებლობს სამსახურებრივი ავტომანქანით, რომელზეც გაცემულია მინების დამუქების ნებართვა;

4. ნათია მეზვრიშვილი ე.წ. „სკანდალურ“ ვიდეო-მასალაში, გააჩერეს მინების დამუქებაზე, ხაზს ვუსვამ - ის არ გაუჩერებიათ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, რომ ე.წ. „ნარუშილოვკის“ გამოყენების საჭიროება დამდგარიყო (რომელიც არ ჰქონია);

5. ნათია მეზვრიშვილმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს წარუდგინა სწორედ დამუქების ნებართვა;

6. „ტელეკომპანია რუსთავი 2-მა“ იცოდა, რომ ეს შემთხვევა სწორედ მინების დამუქებაზე გაჩერების შემთხვევათა კატეგორიას მიეკუთვნებოდა და ნათია მეზვრიშვილზე არასოდეს ყოფილა გაცემული სპეციალური საშვი;

7. მიუხედავად ამისა, ტელეკომპანიამ გაავრცელა კადრები (თუ ამას კადრები შეიძლება ეწოდოს), სადაც არც საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნა ჩანს და არც ის, თუ რა დოკუმენტი წარუდგინა მას ნათია მეზვრიშვილმა;

8. მიუხედავად იმისა, რომ კადრებიდან ფაქტიურად არაფერი ჩანდა, ორი დღის მანძილზე ეს თემა მოინათლა როგორც პროკურატურის თანამდებობის პირის მიერ „უკანონო პრივილეგიის გამოყენება“ და არამხოლოდ ........

ეს არის სიმართლე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ორი დღის მანძილზე ჩემი სახელი და გვარი ტრიალებდა მეტად არასასურველ კონტექსტში, ეთერში გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიზანმიმართულად არასწორად გაშვებამ გამოიწვია ჩემი პირადი და საქმიანი რეპუტაციის შელახვა, სათანადო სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, ალბათ მივიღებ გადაწყვეტილებას სამართლებრივი გზებით რეპუტაციის აღდგენის შესახებ.

ეს არის ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს მიერ გაკეთებული პირველი და უკანასკნელი საჯარო კომენტარი.

მადლობა ყველას კარგი პიარისთვის“, - წერს მეზვრიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42