საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 14:38, 30 Sep, 2015     1099
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ურთერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ქალაქ გორში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პროექტის განხროციელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

შეთანხმების თანახმად, საჯარო რეესტრი გორის მუნიციპალიტეტს NSDI-ს განხორციელების პროცესში ინტელექტუალურ და ტექნიკურ მხარდაჭერას აღმოუჩენს. კერძოდ, მოხდება მერიის შესაბამისი სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერება და განახლება, საკადრო რესურსის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, მუნიციპალიტეტის უზრუნველყოფა საჭირო პროგრამული და ინსტრუმენტული საშუალებებით. მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი სპეციალისტები კი მუდმივად იქნებიან ჩართულები NSDI-ს პროექტში. ამასთან, ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან საოფისე ინვენტარითა და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით.

საჯარო რეესტრი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად ქალაქ გორში პილოტპროექტს ახორციელებს, რომლის მიზანს მუნიციპალიტეტში ევროპული სტანდარტების შესაბამისი გეოგრაფიული მონაცემების წარმოება, გამოყენება და გაზიარება წარმოადგენს. პროექტის შედეგად მიღებული ინფორმაცია საკადასტროდა ადმინისტრაციულ, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო, სამისამართო, დემოგრაფიულ და სხვა მონაცემებს გააერთიანებს, რაც სამომავლოდ მუნიციპალიტეტის ეფექტურ საქმიანობას შეუწყობს ხელს.

საპილოტე პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის დაზუსტება და დემარკაცია, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების დაზუსტება, სატრანსპორტო ქსელის, ქუჩების სახელწოდებებისა და საგზაო ნიშნების ციფრულ ფორმატში გადატანა.

„NSDI-ს ეფექტური წარმართვისთვის მუნიციპალიტეტების ჩართულობა, განვითარება და გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია გორის პილოტპროექტის წარმატებით განხორციელება, რადგან ეს ერთი მხრივ იქნება სტიმული სხვა მუნიციპალიტეტებისთვის, მეორე მხრივ კი ხელს შეუწყობს NSDI-ს ეროვნულ დონეზე განხორციელებას“,- აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ.

NSDI ელექტრონული მმართველობის ერთ-ერთი ფორმაა. იგი მაღალი ხარისხის სივრცითი მონაცემების წარმოებას და სახელმწიფო უწყებების, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და მოქალაქეებისთვის ვებპორტალის(გეოპორტალის) საშუალებით გაზიარებას გულისხმობს. პროექტის განხორციელებით ქვეყანაში კიდევ უფრო მარტივი და ეფექტური გახდება გარემოსდაცვითი საკითხების მართვის რეგულირება, კატასტროფების თავიდან აცილება, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, ინფრასტრუქტურულიპროექტების, საგანგებო სიტუაციების, საკომუნიკაციო და აერონავიგაციის სისტემების მართვა და ფუნქციონირება.

საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომელმაც ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნაზემუშაობა დაიწყო, რაც ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42