საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში იმყოფება. წულუკიანი ვენეციის კომისიის პრეზიდენტსა და ევროსაბჭოს თავმჯდომარეს შეხვდება. თეა წულუკიანის ვიზიტი წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღების პერიოდს ემთხვევა. რეზოლუციის პროექტის განხილვა ხვალ იქნება კენჭისყრაზე გატანილი.
ოპოზიციის განცხადებით ხელისუფლებამ კრიტიკული ტექსტის შესაცვლელად სტრასბურგში მმართველი გუნდის სრული მობილიზაცია მოახდინა. ოპოზიციის მხრიდან წამოსულ კრიტიკას წულუკიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი მიზანი ევროსაბჭოსთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაა:
ჩემი მთავარი მიზანია, არავის მივცე საშუალება გააკრიტიკოს ქართველი მოსამართლე, მართლმსაჯულება ევროპის დონეზე. ასევე უსაფუძვლოდ გააკრიტიკოს ის რეფორმები, რომელიც ჩვენს მთავრობას მიყავს სამართლებრივ სფეროში. მთავარი მიზანია, ევროსაბჭოს ქონდეს ობიექტური ინფორმაცია. რეზოლუციის ტექსტს კენჭს უყრიან ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების დეპუტატები და ამ კენჭისყრაზე ზემოქმედება არ ძალუძს არცერთ აღმასრულებელ ხელისუფლებას. მე მაქვს ჩემი მიზნები, რომ ვიღაცეებს არ მივცე საშუალება ევროპაში საქართველოს შეუქმნან ცუდი რეპუტაცია," - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






