საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელი მფრინავის გათავისუფლების აქციას შეუერთდა
პოლიტიკა - 14:09, 30 Sep, 2015     1441
საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი გრძელდება , დღეს საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში ვიზიტს და ამერიკის სენატორებთან და კონგრესმენებთან შეხვედრასაც გეგმავს.

მარგველაშვილი გუშინ უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების აქციას შეუერთდა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა მიიღეს მონაწილეობა.

უკრაინელი მფრინავის გათავისუფლების სიმბოლური აქციის სურათი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმაც გამოაქვეყნა, წარწერით:

"გაეროს გენერალური ასამბლეა საუკეთესო დროს და ადგილს წარმოადგენს იმისთვის, რომ, კიდევ ერთხელ, ერთად მოვუწოდოთ რუსეთს გაათავისუფლოს სავჩენკო."

აქციაში მონაწილეობა მარგველაშვილის და ლინკევიჩუსის გარდა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა და საქართველოს დელეგაციის წევრებმა მიიღეს. მათ შორის არიან "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გიგი წერეთელი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ეკა ტყეშელაშვილი.

ნადეჟდა სავჩენკო 2014 წლის ივნისში ლუგანსკში ტყვედ ჩაიგდეს და მოსკოვში გაიტაცეს. მას შემდეგ ის უკანონო პატიმრობაში იმყოფება. 2015 წლის 6 მაისს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ მისი საქმე განიხილა და კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42