ტუბერკულოზის, შიდსისა და მალარიის პროგრამების დაფინანსება ბიუჯეტიდან მოხდება
პოლიტიკა - 14:02, 30 Sep, 2015     1300
„გლობალური ფონდი გადის საქართველოდან, რადგან დარწმუნდა, რომ შეუძლია მნიშვნელოვანი პროექტების დამოუკიდებლად მართვა“, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოდან ფონდის გასვლას.

შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის (GFATM) მიერ შემოღებულ დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის (EECA) ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ საერთაშორისო დაფინანსებიდან, ეროვნულ დაფინანსებაზე გადასვლის გზები და დაიწყონ შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება, რომელიც შემდგომ 5 წლის განმავლობაში განსაზღვრავს დონორულ და ეროვნულ დაფინანსებასთან დაკავშირებულ დეტალებს.
საქართველოს შემთხვევაში, ტუბერკულოზის, შიდსისა და მალარიის პროგრამების დაფინანსება 3 წლის შემდეგ სრულად ბიუჯეტიდან მოხდება. ამ დროის განმავლობაში ეტაპობრივად გაიზრდება სახელმწიფოს წილი დაფინანსების კომპონენტში.

სწორედ ამ თემაზე გაიმართა სამ დღიანი რეგიონული შეხვედრა „გზა წარმატებისკენ“. საქართველოს მთავრობასა და შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდს შორის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ხოლო გლობალური ფონდიდან - ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - მარკ დაიბლიმ. მანვე განაცხადა, რომ საქართველომ დაამტკიცა, რომ მზად არის თავისთავზე აიღოს ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება, როგორიც შიდსი, ტუბერკულოზი და მალარიაა.

რეგიონულ შეხვედრაში, საქართველოსთან ერთად მონაწილეობენ ევროკავშირის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების (EECA) წარმომადგენლები, მათ შორის: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბულგარეთი, ესტონეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლატვია, ლიტვა, მაკედონია, მოლდოვა, რუმინეთი, სერბეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, უზბეკეთი. 300-ზე მეტი დელეგატი, 30 ქვეყნიდან 3 დღის განმავლობაში (28-30 სექტემბერი) თბილისში, გლობალური ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ესწრებოდნენ.

რეგიონალურ შეხვედრაში ასვე მონაწილეობას იღებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ჟუჟანა ჯაკაბი, ლიტვის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, რეგიონის ქვეყნების მაღალი თანამდებობის მქონე პირები (მინისტრის მოადგილეები, ტუბერკულოზისა და შიდსის პროგრამების ეროვნული კოორდინატორები), გაეროს პროგრამების





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42