რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის მზად არის- ოთარ დანელია
პოლიტიკა - 12:21, 30 Sep, 2015     2269
კახეთის შემდეგ, რთველი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რამდენიმე დღეში დაიწყება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაშვილმა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ რაჭაში რთველი 2015-ის საორგანიზაციო საკითხები ამბროლაურში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოსამზადებელი სამუშაოები ფაქტობრივად უკვე დასრულებულია. ხელისუფლებას აქვს სრული მზაობა და დეტალურად გაწერილი გეგმა, რათა წლევანდელმა რთველმა რაჭაშიც ორგანიზებულად ჩაიაროს და მოსავლის დაბინავების პრობლემა არც ერთ მევენახეს არ შეექმნას.

როგორც სოფლის მეურეობის მინისტრმა აღნიშნა, რაჭა-ლეჩხუმში რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის საორგანიზაციო ყველა საკითხი პრაქტიკულად მოგვარებულია. ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბიც გაიხსნება.

მხარის გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის განცხადებით, წელს რაჭაში 1000 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წელს რეგიონში ხარისხიანი მოსავალია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად რთველის საორგანიზაციო საკითხები დეტალურად არის განხილული და არც ერთ მევენახეს მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება.

რაჭის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კომპანია „როიალ ხვანჭკარას“ ქარხანა დაათვალიერა. კომპანიამ 2014 წელს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში აღებული სესხით ღვინის ქარხანა გადააიარაღა და 5 ჰა-ზე მეტი ახალი ვენახი გააშენა. როგორც ქარხნის დირექტორმა მირიან ჭიღვარიამ აღნიშნა, ქარხანა სრულ მზადყოფნაშია აქტიურად ჩაერთოს რთველის პროცესში და 200 ტონაზე მეტი ყურძენი მიიღოს.

რთველის მიმდინარეობის პერიოდში ყველა დაინტერესებულ პირს საჭირო ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზზე 2 47 01 01 შეეძლება. რთველის მიმდინარეობის და მოსვლის გადამუშავების შესახებ განახლებული ინფორმაციების მიღება მოსახლეობას ონლაინ რეჟიმში, სპეციალურვებგვერდზე www.rtveli2015.gov.ge შეუძლიათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42