აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის მკურნალობის შესახებ რეგიონულ ფორუმს ნოდარ ხადური დაესწრო
პოლიტიკა - 12:00, 30 Sep, 2015     984
30 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თბილისში მიმდინარე რეგიონულ შეხვედრას დაესწრო, რომელიც აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის მკურნალობის დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლის საკითხებს ეძღვნება და სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მიმდინარეობს.

ფორუმი შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის (GFATM), ზიანის შემცირების ევრაზიის ქსელის (EHRN) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.

სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ამგვარი ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე და იმ გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე, თუ როგორ უნდა გადაიბაროს წარმატებით სახელმწიფომ გლობალური ფონდის პროგრამების დაფინანსების საკითხები. მან კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ფონდს შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის.

„საქართველოს მთავრობა მაღალ პრიორიტეტს ანიჭებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას. შესაბამისად, ბოლო წლებში რამდენჯერმე იქნა გაზრდილი ამ სექტორზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების წილი, მათ შორის, სახელწიფო დაფინანსების ზრდა შეეხო როგორც შიდსის, ისე ტუბერკულოზის პროგრამებს. მართალია, ჯერჯერობით, ქვეყანა არ არის მზად ამ დაავადებებთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიებით გათვალისწინებული ღონისძიებების სრული მასშტაბით დაფინანსებისთვის, მაგრამ ფინანსთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან, რომელიც უშუალოდ საზღვრავს ან სფეროში ქვეყნის პრიორიტეტებსა და ოპტიმალური დაფინანსების მოცულობებს. კერძოდ, დაგეგმილია გლობალური ფონდის პროგრამების თანადაფინანსების წილის 2015 წლიდან 2018 წლამდე ეტაპობრივი ზრდა 5%-დან 75%-მდე, რაც მიუხედავად მნიშვნელოვანი მოცულობისა, უკვე გათვალისწინებულია 2016-2019 წლების ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საშუალოვადიან გეგმაში და სახელმწიფო მზადაა ამ გაზრდილი ვალდებულების შესასრულებლად,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს, ევროკავშირის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის (EECA) ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42