„ის რიტორიკა, რაც ჩვენ აქამდე მოგვისმენია, თვისობრივად არ არის შეცვლილი რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებისგან. თუმცა იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოკავშირეები, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს ალიანსებიდან, ჩვენი მოკავშირეები მსოფლიოს მასშტაბით, უფრო ორგანიზებულები იქნებიან და უფრო ნათლად ჩამოაყალიბებენ თავიანთ ხედვას, რუსეთის ფედერაციის ხედვებთან მიმართებაში,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მარგველაშვილის თქმით, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ნორმები მუდმივად ირღვევა და ეს მარტო საქართველოს ან უკრაინის პრობლემა არ არის.
მისი შეფასებით, ამას თუ არ მოყვა სათანადო რეაგირება, მსგავსი ქმედებები მისი მხრიდან შესაძლოა განმეორდეს.
„რაც არ უნდა იყოს რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების ოკუპაციის ფსიქოლოგიური საფუძველი, როდესაც ასეთ ქმედებას ახორციელებს ძლიერი ბირთვული სახელმწიფო დიდი არმიით, ჩვენ ეს ფაქტი უნდა დავგმოთ, როდესაც ხდება დარღვევა უნდა იმოქმედო. შესაძლოა ეს არ იყოს სამხედრო გზით პასუხის გაცემა, მაგრამ ყველა ჩვენგანი მტკიცედ უნდა ვიცავდეთ იმ აზრს, რომ თამაშის წესების დარღვევა ერთნაირად სახიფათოა დამრღვევისთვის, დარღვევის ობიექტისთვისა და სხვა ქვეყნებისთვის. ასეთმა დარღვევებმა იმოქმედა, არა მხოლოდ საქართველოზე ან უკრაინაზე, არამედ მთელ მსოფლიოზე. 2008 წელს საქართველოს ნაწილები ოკუპირებული იყო, მაშინ პოლიტიკური ანალიტიკოსები რუსეთის ქმედებების ახსნას ცდილობდნენ, სწორედ ამის გამო, შემდეგ მივიღეთ 2014 წელი უკრაინაში,“ - აღნიშნა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






