საქართველოს პრეზიდენტი "ფორდჰემის" უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა
პოლიტიკა - 10:15, 30 Sep, 2015     1133

საქართველოს პრეზიდენტმა "ფორდჰემის " უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

- უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით მივესალმო აუდიტორიას და გითხრათ, თუ როგორი აღფრთოვანებული ვარ ამ მცირე შესაძლებლობით, რომ დავუბრუნდე ჩემს მანამდელ პიროვნებას, როდესაც ვასწავლიდი სტუდენტებს და მქონდა პროფესორებთან ურთიერთობის შესაძლებლობა.

ვფიქრობ, ძალიან ცოტა დრო გვაქვს და კარგი იქნებოდა, რომ მოგცეთ კითხვების დასმის და მათზე პასუხის გაცემის და დისკუსიის საშუალება.

ასე, რომ მექნება ძალიან მცირე შესავალი იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებ აქ და რას ვაკეთებ იქ, ჩემს ქვეყანაში.

ეს თავისი კონტექსტით შეესაბამება ამ აუდიტორიას, რომელშიც ახლა ვიმყოფები. რადგან, თქვენ ხართ მომავალი იურისტები, იურისპრუდენციის მომავალი პროფესიონალები და ის ხალხი, რომელიც მომავალში განსაზღვრავს კანონმდებლობის მომავალ ფორმებს.

თქვენ ისინი ხართ, ვინც ჩართულია სამართლებრივი საქმის წარმოების საკითხებში. მაგრამ, მე სულაც არ ვარ იურისტი. მე განათლება ფილოსოფიაში მაქვს მიღებული და ამჟამად, ჩართული ვარ პოლიტიკაში.

მე ვფიქრობ, არსებობს რაღაც საერთო და მნიშვნელოვანი ყველა ჩვენთაგანს შორის, იმაში თუ რას ვაკეთებთ ცხოვრებასა და საქმიანობაში.

ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ნაწილი კანონის უზენაესობის კონცეფციაა გახდა. და ნება მომეცით გითხრათ, რატომ.

იმიტომ, რომ ნებისმიერ პოლიტიკაში, ეს იქნება აშშ-ში, საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში, არა მხოლოდ ადგილობრივ პოლიტიკაში და საკუთარი საზოგადოების შენების პოლიტიკაში, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებში, აღმოჩნდა, რომ მთავარი კონცეფცია, რომელთან გამკლავებაც მე მომიწია, რომელმაც განსაზღვრა ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგი, ჩემი კავშირები, ჩემი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ეს კანონმდებლობა არ ყოფილა, არც მიღებული გადაწყვეტილებები, არც დაწერილი პრინციპები - ეს იყო პოლიტიკური ლიდერების, საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების უნარი, დაიცვან წესები, რომლებიც დამყარებული და დაწერილია.

და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რადგან, რასაც მე ვხედავ, არა მარტო საერთაშორისო ურთიერთობებში, არამედ ნებისმიერი დემოკრატიის შიდა პოლიტიკაში, ეს იქნება საქართველო, აშშ, თუ სხვა ქვეყანა, ეს არის ქვეყნის უნარი, გაიზარდოს და გახდეს უფრო ძლიერი. ეს არის ხალხის, პოლიტიკური ლიდერების და საზოგადოების აქტორების გადაწყვეტილება, დაემორჩილონ წესებს.

და ახლა, როდესაც იურისტებს ვესაუბრები, თქვენ ალბათ ფიქრობთ, რა წესებზე ვსაუბრობთ, ან განვიხილავთ და რომლებია ის წესები, რომლებიც მნიშვნელოვანია. მე არ ვსაუბრობ წესების შინაარსზე. მე ვსაუბრობ გადაწყვეტილებაზე, დაერმოჩილო წესებს. ეს არის ძალისხმევა, რომელიც თქვენს და ჩემს სამსახურს ხდის მნიშვნელოვანს. ეს არის ის, რაც გვრთავს ჩვენ იურიდიულ, პოლიტიკურ, სოციალურ პროცესებში.

ასე, რომ ძირითადად ეს ის არის, რასაც ვაკეთებ მე. ძირითადად ეს არის ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგი.

ერთერთი კიდევ, რასაც დავაყენებ საკითხად თქვენს წინაშე და ვკითხავ საკუთარ თავსაც განსახილველად - რა უნდა გავაკეთოთ, როგორც იურისტებმა, როგორც პოლიტიკოსებმა, როგორც საზოგადოების წევრებმა და დიპლომატებმა, რომ აღვასრულოთ ის, რომლითაც ჩვენ დაკავშირებულნი ვართ კანონებთან, რომელსაც ვქმნით და ვაწესებთ.

და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი იურისტებისთვის და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკოსებისთვის?

იმიტომ, რომ სხვანაირად ჩვენ არ ვართ პროცესის ერთგულები. არ ვიღებთ გაუაზრებელ ან გააზრებულ გადაწყვეტილებას, რომ წერილობით მოცემული კანონი მთავარი რამაა, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ჩვენთაგანის ერთმანეთთან ურთიერთობის შესაძლებლობას.

თუ ჩვენ ამის ერთგულები არ ვიქნებით, აღმოვჩნდებით ისეთ სიტუაციაში, როცა ჩვენი მოქმედება, ჩვენი ჩართულობა, ჩვენი საზოგადოების წევრობა ხდება ცოტა არ იყოს აბსურდი, ცოტა განსხვავებული ან დაკავშირებული თამაშის სხვაგვარ წესებთან, რომლებიც დაწერილი არ არის, მაგრამ შეიძლება ეს იყოს გადაწყვეტილი ან მოფიქრებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42