შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ დეტალურიინფორმაცია მიაწოდა, მიმდინარე და მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტების მაჩვენებლების შესახებ.
ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ხაზი გაესვა, რომ მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან ხარჯვა მაქსიმალურად თანაბარია, ასევე გაზრდილია საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი, წლის მეორე კვარტალში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია პირდაპირი უცხოურიინვესტიციების მოცულობა. აღინიშნა, რომ ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორებთან.
სტუმრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც მთავრობა გეგმავს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისა დაპრივატიზაციის მიმართულებით.
კომპანია Bank of America Merrill Lynch-ის წარმომადგენლები საქართველოში არსებული მდგომარეობის გასაცნობად ჩამოვიდნენ. თბილისში ისინი წლისდასაწყისშიც იმყოფებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






