ვიცე-პრემიერის განცხადებით, მას ამ თემის მიზანმიმართულად, პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არასწორად მიაჩნია.
„პირველ რიგში, სრულიად გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც მიზანმიმართულად არის ატეხილი „გაზპრომთან“ მიმართებაში. ჩვენ წლებია “გაზპრომთან“ გვაქვს ურთიერთობები, ეს ურთიერთობები დღესაც და მომავალშიც გაგრძელდება . მაშინაც კი , როდესაც 2008 წელს, საქართველო იმყოფებოდა საომარ მდგომარეობაში, ჩვენ რუსეთიდან ვიღებდით ენერგორესურსებს, ვიღებთ დღესაც და დარწმუნებული ვარ მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა. ამ თემის, მიზანმიმართულად, პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არასწორად მიმაჩნია. გარდა „გაზპრომისა“ ჩვენ გვაქვს ენერგეტიკული მჭიდრო, კარგი ურთიერთობა რუსეთთან: ზამთრის თვეებში, როდესაც ჩვენ ყველაზე მეტად გვიჭირს ელექტროენერგია, იმპორტს ვახორციელებთ რუსეთიდან. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ თემის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა მიმაჩნია არასწორად. ეს შეხვედრა არ ყოფილა დამამლული და გაიმართა ბრიუსელში, ევროპის ცენტრში. ეს იყო სამუშაო ხასიათის შეხვედრა, რომელიც ყოველწლიურად იმართება“, - აცხადებს მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები






