ვიცე-პრემიერმა, ენერერგტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ავღანეთში დაღუპული სამხედროს, ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
მისი თქმით, საქართველო ყოველთვის იდგება მოწოდების სიმაღლეზე, სანამ ვასილ ყულჯანიშვილის მსგავსი ახალგაზრდები იქნებიან.
„ძალიან სამწუხაროა ის ,რაც მოხდა. მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ვფიქრობ, საქართველო ყოველთვის იდგება მოწოდების სიმაღლეზე სანამ ასეთი ახალგაზრდები, ასეთი ვაჟკაცები იქნებიან და გაიზრდებიან ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
21 წლის რუსთაველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში, სამოქმედო არეალში პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 22 სექტემბერს დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები






