ვიცე-პრემიერი კახი კალაძე პატრულის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ფაქტებზე კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, თუ ვინმეს დანაშაული გამოიკვეთა, მან პასუხი უნდა აგოს.
"მე როგორც მოვისმინე დაწყებულია მოკვლევა, მიმდინარეობს გამოძიება. თუ ვინმეს აქვს დარღვევა არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობის პირია თუ უბრალო მოქალაქეა ყველა აგებს პასუხს,", - განაცხადა კახა კალაძემ.
პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა გიორგი ბაბუნაშვილმა ერთ-ერთი სკანდალური ჩანაწერის შემდეგ საქართველო დატოვა და ახლა ევროპაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.
გამგზავრებამდე მან შინაგან საქმეთა სამინსიტროს მაღალჩინოსნების წინააღდეგ კომპრომატები ჟურნალისეტებს დაუტოვა და მისი გავრცელება სთხოვა.
ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერის მთავარი გმირი სახელმიწფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მოადგილის ლევან იზორია ძმაა. ყოფილი პოლიციელის ინფორმაციით, იზორიას ძმა ე.წ. "ნარუშილოვკით" გადაადგილდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






