"მოსკოვიდან კმაყოფილი დავბრუნდი... რუსეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე უნდა იყოს" - ბაღათურია
პოლიტიკა - 13:08, 29 Sep, 2015     3591
მოსკოვიდან დაბრუნებული ჯონდი ბაღათურია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის აღდგენაზე საუბრობს. „ქართული დასის“ ლიდერის თქმით, ნატოში შესვლა საქართველოს სრულ განადგურებას ნიშნავს.

„ვინ თქვა, რომ საქართველოსთვის ნატო-ში შესვლა მნიშვნელოვანია. საქართველოს ნატოში შესვლა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის სრულ განადგურებას.

მოსკოვიდან ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი. ვიზიტისას საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ რუსეთი აუცილებლად საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე უნდა იყოს. შეხვედრებისას გამოიკვეთა ჩვენს ქვეყნებს შორის ახალი ყოვლისმომცველი ჩარჩო - ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობის იდეა! ეს იქნება ერთგვარი სამოკავშირეო შეთანხმება, რომლითაც ორივე მხარე აიღებს ვალდებულებას, რომ მისი ტერიტორია არ იქნება გამოყენებული მეორის საწინააღმდეგო მოქმედებისთვის. ჩვენ და რუსეთმა უნდა მოვილაპარაკოთ და ხელშეკრულების დონეზე გავაფორმოთ ყველა სამხედრო, პოლიტიკური თუ ფინანსურ- ეკონომიკური საკითხი! სხვა გამოსავალი არ არის! ვაპირებ, ოქტომბერში კიდევ ერთხელ ვეწვიო მოსკოვს და სავარაუდოდ სახელმწიფო სათათბიროში გამართულ საჯარო განხილვაზე წარმოვადგინო ჩვენი ხედვები და ხელშეკრულების მომამზადებელი სამუშაო ჯგუფების თემატიკა“- აცხადებს ჯონდი ბაღათურია.

წყარო “ასავალ- დასავალი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42