საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიას ეწვია
პოლიტიკა - 11:32, 29 Sep, 2015     1121
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კონექტიკუტიში, სანაპირო დაცვის აკადემიას (United States Coast Guards Academy) ესტუმრა და აშშ-ში დაღუპული ქართველიკურსანტების სოსო მაკარიძისა და ბესარიონ (ბესო) გორჯოლაძის ხსოვნას პატივი მიაგო.

ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი აკადემიაში სამხედრო პატივით მიიღეს.

ქვეყნის პირველ პირს აკადემიის ეზოში კადეტთა საპატიო ყარაული დახვდა. სტუმრის პატივსაცემად სანაპირო დაცვის აკადემიის ჰამილტონ-ჰოლის წინ საქართველოს დროშა აღმართეს, რისშემდეგაც გაისმა 21 სამხედრო ზალპი და აკადემიის სასულო ორკესტრმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

გიორგი მარგველაშვილს მასპინძლობა სასწავლებლის ხელმძღვანელმა კონტრადმირალმა ჯეიმს რენდონმა და აკადემიის ქართველმა კურსანტებმა პირადად გაუწიეს.

მისალმების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი და ქართული დელეგაციის წევრები ქართველი სტუდენტების მასპინძელი ოჯახების წევრებს პირადადგაესაუბრნენ.

კონტრადმირალმა რენდონმა მადლობა გადაუხადა საქარველოს პრეზიდენტს ვიზიტის გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად აკადემიაში სტუმრობისათვის.

გიორგი მარგველაშვილმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა კონტრადმირალ რენდონს მასპინძლობისათვის და აღნიშნა, რომ საერთო ტრაგედიამ და ტკივილმა, ქართველი და ამერიკელი ხალხებიუფრო მეტად დააახლოვა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი ქვეყნების მჭიდრო პარტნიორობა გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.

საქართველოს პრეზიდენტმა სანაპირო დაცვის აკადემიაში ვიზიტის ფარგლებში დაღუპული ქართველი კურსანტების სოსო მაკარიძისა და ბესო გორჯოლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილიმემორიალური კედელი მოინახულა.

საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა აკადემიის კურსდამთავრებულთა დარბაზში შეკრებილ აკადემიურ პერსონალსა და კურსანტებს სიტყვით მიმართა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საოცრად ამაღელვებელია ის მეგობრობა, რომელითაც აქ ჩამოსულ ქართველ სტუდენტებს მათი თანაკურსელები ხვდებიან.

ეს ნათლად ჩანს და დასტურდება იმ უდიდესი პატივისცემითაც, რომესაც კადეტები დაღუპული ქართველი თანაკურსანტების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოხატავენ.

საქართველოს პრეზიდენტმა კადეტებისადმი მიმართვაში რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევბის შესახებ ისაუბრა.

ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება გლობალურ და რეგიონალურ კონტექსტში, შავი ზღვის სანაპირო საზღვრის უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის საგარეო პოლიტიკის შედეგად აფხაზეთსა და 2014 წელს უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ საქართველოს სანაპიროუსაფრთხოების სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის უმაღლესი სასწავლებლების არსებობა.

უმაღლესმა მთავარსარდალმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა სანაპირო დაცვის აკადემიას თანადგომისათვის და აღნიშნა, რომ ეს სასწავლებელი ამერიკის და საქართველოს სამხედრო ძალებსსაუკეთესო პროფესიონალებს უზრდის, რომლებიც ერთად დგანან გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების დასაცავად.

ქართველმა კადეტებმა ელდარ საგანელიძემ, კონსტანტინე ყიფიანმა, ალექსანდრე წერეთელმა და ოფიცერ-კანდიდატმა თამთა ანთაძემ საქართველოს პრეზიდენტს სტუმრობისათვის მადლობაგადაუხადეს.

შეხვედრის დასარულს საქართველოს პრეზიდენტმა აკადემიის ქართველ და ამერიკელ კურსანტებთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42