„ევროპის სახალხო პარტია შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიის გაუარესებით, ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებისა და არსებული მთავრობის სასარგებლოდ მართლმსაჯულების სისტემის გამოყენების გამო"- ნათქვამია განცხცადებაში.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროპის სახალხო პარტია, პრეზიდენტ ჯოზეფ დოლის კომენტარსაც ავრცელებს.
"საქართველო ავტორიტარული სახელმწიფო ხდება ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ. შერჩევითი სამართლის გამოყენება, ოპოზიციის გაჩუმება და ზეწოლა, სერიოზულად უთხრის ძირს საქართველოს დემოკრატიას. გაუარესებული სიტუაცია განსაკუთრებით შემაშფოთებელია 2016 წლის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ.
აუცილებელია, მმართველმა პარტიამ განაგრძოს საარჩევნო სისტემის რეფორმირება და ხელი შუწყოს პარლამენტში პლურალისტურ წარმომადგენლობას. რეფორმების განხორციელების გარეშე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორიცელებას საფრთხე შეექმნება. ევროპის სახალხო პარტია თვალს ადევნებს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და საქართველოს ხელისუფლებას ყველა ოპოზიციურ პარტიასთან კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს, რათა საქართველომ შეასრულოს თავისი ვალდებულები, ისე რომ ევროპულ გზაზე დარჩეს“ - ნათქვამია ჯოზეფ დოლის კომენტარში.
მასალის გამოყენების პირობები






