ვაპირებთ, გაეროს სამშვიდობო მისიაში მივიღოთ მონაწილეობა - ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 09:47, 29 Sep, 2015     1317

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქართული მედიის წარმომადგენლებთან გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებსა და ღონისძიებებზე ისაუბრა.

"ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრები მქონდა. პირადად გადავუხადე მადლობა კარიბის ქვეყნების, ასევე აფრიკის ქვეყნების პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს რეზოლუციაზე, რომელიც შეეხება ჩვენს დევნილებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რადგან წლების განმავლობაში წინა ხელისუფლების საგარეო უწყებამ ვერ მოახერხა არაღიარების დოკუმენტზე მხარდაჭერის მოპოვება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მთავრობის დროს დაემატა ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს აღნიშნულ რეზოლუციას. იგი შეეხება იძულებით გადაადგილებულ პირებს და დევნილების დაბრუნებას სახლში,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მონაწილეობა გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე, ასევე გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდის საკითხებზე მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე.

"მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე. მე იქ გამოსვლისას გავაკეთე მთავარი აქცენტები იმ მთავარ მიმართულებებზე, რომელზეც ჩვენი მთავრობა ახდენს კონცენტრირებას. ეს არის ჯანდაცვა, მდგრადი განვითარება ქვეყნის, მოსახლეობაზე ზრუნვა. ასევე საუბარი გვქონდა გენდერულ თანასწორობასა და კლიმატურ ცვლილებებზე, რომელიც 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევაა. სწორედ ეს კლიმატური ცვლილება არის აქტუალური ჩვენთანაც. როგორც გამოსვლაში აღვნიშნე, ეს შეეხო ჩვენს ქვეყანას, კერძოდ თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მოსახლეობას. ამ საკითხებზე გრძელდება შეხვედრები. დღეს მივიღებ მონაწილეობას ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ინიციატივაში, რომელიც შეეხება გაეროს სამშვიდობო მისიებს. დაგეგმილია ამ მისიების გაფართოება. ვაპირებთ, გაეროს სამშვიდობო მისიაში მივიღოთ მონაწილეობა. ეს არის ჩვენი ჯარისკაცების დამსახურება. ის აღიარება, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ამ წლების განმავლობაში, ის იმიჯი, ის სტატუსი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდრა, არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გმირი, ჩვენი ვაჟკაცი ჯარისკაცების დამსახურება. მინდა კიდევ ერთხელ მადლიერებით აღვნიშნო მათი ჩართულობა და მათი როლი", -აღნიშნა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42