„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, ხელისუფლება უცხოეთიდან მიღებული კრიტიკის განეიტრალებას ცდილობს და მთელ ენერგიას ამაში ხარჯავს.
ამის შესახებ ბაქრაძემ სტრასბურგში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მთელ თავის ენერგიას ახმარს იმას, რამენაირად გაანეიტრალოს უცხოეთიდან მომავალი კრიტიკა, ნაცვლად იმისა, რომ ეს ენერგია მოახმაროს ქვეყნის განვითარებას. ქვეყნის მთავრობა, რომ ამის ნახევარი ენერგიით წყვეტდეს ხალხის პრობლემებს და ზრუნავდეს ქვეყნის განვითარებაზე ამ ორგანიზაციაში არ დადგებოდა საკითხი იმის თაობაზე, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები“, - განაცხადა ბაქრაძემ.
სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია მუშაობას შეუდგა, რომლის მთავარი თემა ლტოლვილების კრისიზი იქნება.
ამავე კვირაში საპარლამენტო ასამბლეა წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების შესახებ რეზოლუციის განიხილავს. დოკუმენტზე ხუთშაბათის სხდომაზე იმსჯელებენ და მისი საბოლოო შინაარსიც მაშინ გახდება ცნობილი. აღნიშნულ რეზოლუციაში მოხსენიებულია საქართველოც.
მასალის გამოყენების პირობები






