პარლამენტის თავმჯდომარე მოუწოდებს სამართალდამცველებს, რომ პატრულის ყოფილი თანამშრომლის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ საქმე შეისწავლონ.
ამის შესახებ უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"მსგავსი განცხადებების, თუ მიმართვის გავრცელების შემდეგ ვალდებულები არიან სამართალდამცავები გაერკვნენ, რაშია საქმე. ამას ჩემი დამატებითი მოწოდება არ სჭირდება. თუ საქმე ეხება სისტემასთან დაკავშირებულ პირს, ან ყოფილ პოლიციელს, ეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ გვინდა, რომ სამართალდამცავ სტრუქტურაში დასაქმებული ადამიანები ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას პირნათლად და თუ წასვლის შემდეგ გარკვეული მოსაზრებები გამოვლინდება, ამასაც აქტიური პასუხები გაეცეს,"- აცხადებს დავით უსუფაშვილი.
პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა გიორგი ბაბუნაშვილმა ერთ-ერთი სკანდალური ჩანაწერის შემდეგ საქართველო დატოვა და ახლა ევროპაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.
გამგზავრებამდე მან შინაგან საქმეთა სამინსიტროს მაღალჩინოსნების წინააღდეგ კომპრომატები ჟურნალისეტებს დაუტოვა და მისი გავრცელება სთხოვა.
ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერის მთავარი გმირი სახელმიწფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მოადგილის ლევან იზორია ძმაა.
მეხსიერების ბარათი, რომელიც პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა გაზეთ ქრონიკა +-ისა და სააგენტო ტაიემრის ჟურნალისტებს გადასცა იმ სკანდლური მასალების მხოლოდ ერთ ნაწილს შეიცავს, რომელიც გიორგი ბაბუნაშვილმა პოლიციაში მუშაობის დროს გადაიღო და შეინახა. სკანდალურ ვიდეოინტერვიუში პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ყვება, როგორ იყენებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები საპატრულო პოლიციას პირადი მიზნებისთვის და ნათესავების ქორწილიდან გამოსული ნასვამი მძღოლების სახლამდე საპატრულო ეკიპაჟებით მიციელბას აიძულებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






