გორის რაიონულ სასამართლოსთან ანდრო ბარნოვმა საოკუპაციო ხაზის აღმნიშვნელი ბანერი ნაგვის ბუნკერში გადააგდო.
ამის მიზეზი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც ბარნოვი ადმინისტრაციული სახდელით დაჯარიმდა.
მან მთავრობა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება შადიმანების, ბერბიჭაშვილების, ინაშვილების და ბურჯანძეების გზას ირჩევს.
"გორის საქალაქო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების შემდეგ გავასაჩივრე ეს გადაწყვეტილება და ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის შეურაცხყოფმველია, რომ სააპელაციომ ძალაში დატოვა ეს უკანონობა. ეს არის კაპიტულანტური და კოლაბორაციონისტული პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ემსახურება ერთადერთ რუსულ გეგმას. საქართველოს შეუძლია იყოს გადამწყვეტი ფაქტორი, რუსეთის ბარბაროსული ჰეგემონიის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებაში ჩვენს რეგიონში. შეუძლიათ რამდენიც უნდათ იმდენი ჯარიმა გამომიწერონ, მაგრა მე ამ ბანერს, რომელიც პატიოსანმა მოქალაქეებმა თავის ხელით ჩამოხსნეს, და ამ ამაზრზენი პროცესის ლოგიკური დასასრულის სახით განვათავსებ მისთვის შესაფერის ადგილასს - ნაგვის ურნაში, სადაც ჩვენი მთავრობის ადგილიცაა," - განაცხადა ბარნოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






