იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე სხდომა, სადაც საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს განიხილავენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ერთმანეთს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე და საბჭოს წევრი ლევან თევზაძე დაუპირისპირდნენ.
მურუსიძე განმარტავს, რომ გვენეტაძემ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტში იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეუთანხმებელი პოზიცია წარადგინა.
საქმე ეხება სადისციპლინო კოლეგიაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმათა რაოდენობაში ცვლილებების შეტანას.
მურისიძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სურდა, რომ საქმის გადაგზავნისთვის კოლეგიაში ხმათა 2/3 უნდა დარჩენილიყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ამბობს, რომ მათი პოზიცია პარლამენტში არ დაფიქსირდა. კამათში ლევან თევზაძეც ჩაერთო.
„როდესაც რაიმე პოზიციას აფიქსირებთ, ნუ ისაუბრებთ ყველა მოსამართვის სახელით“, - მიმართა ლევან თევზაძემ გვენეტაძეს.
„ყველა შეთანხმებული საკითხი მივაწოდე იუსტიციის სამინისტროს, თუმცა გადაწყვეტილებას ვიღებ არა მე, არამედ კანონპროექტის ინიციატორი იუსტიციის სამინისტრო“, - განაცხადა გვენეტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






