საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი დავით საგანელიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ ზოგიერთი დეპუტატის ადგილი პარლამენტში არ არის.
მისი თქმით, იმას თუ ვინ იმსახურებს პარლამენტში დარჩენას გადაწყვეტავენ ის ადამიანები, ვინც საკანონმდებლო ორგანოში დარჩა.
"დავით საგანელიძე ძალიან კარგი მეურნ და ორგანიზატორია. სადაც ის წავიდა, მნიშვნელოვან საქმეებს გააკეთებს. თუმცა ის, თუ რას იმსახურებენ დეპუტატები, გადავწყვიტავთ ჩვენ, ვინც პარლამენტში დავრჩით", - განაცხადა ვოლსკიმ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდრმა დავით საგანელიძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტში ბერვია ისეთი, ვისი ადგილიც საკანონმდებლო ორგანოში არ არის.
დავით საგანელიძის თქმით, საპარლამენტო უმრვალესობის წევრმა ზურაბ ზვიადაურმა მასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მსისი ადგილი პარლამენტში არ არის და იგი ძიუდოში ახალ თაობებს უნდა ზრდიდეს
მასალის გამოყენების პირობები






