უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
გვენეტაძის თქმით, კრიტიკა ნებისმიერი მოსამართლის მიმართ მისაღებია, თუმცა არ შეიძლება ეს სხვა ფორმებში გადავიდეს.
გვენეტაძე სასამართლო ხელისუფლების მხრიდან თმენის ვალდებულებაზე საუბრობს.
„გადაწყვეტილების მიღება არის რთული პროცესი. სასამართლოს მშვიდი და ნორმალური ფუნქციონირება სჭირდება, თუმცა ასევე საზოგადოების წინაშე ის ანგარიშვალდებულია, რაც მარტივი და გასაგები ენით საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიტანას მიანიშნებს, რომელიც მისს ინტერესებში შედის და რომელიც პოზიტიურ კუთხეს ემსახურება, რომ მართლმსაჯულებისადმი რწმენა და ნდობა ამაღლდეს. მე ვერ გეტყვით რა დონის აქციებზეა საუბარი. ნებისმიერი გამოსვლა და კრიტიკა შეიძლება, მაგრამ ის თუ სხვა ფორმაშია - სასამართლოს შეურაცხყოფს, შეიძლება გაკრიტიკებული და დაგმობილი იყოს საზოგადოების მიერ, მაგრამ არა სასამართლო ხელისუფლების მიერ. ჩვენ მზად ვართ, სამართლიანი კრიტიკა ვითმინოთ,“ - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






