საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მის შესაძლო გაპრემიერებას ეხმაურება.
როგორც „რუსთავი 2“-თან საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, ამ თემაზე უკრაინაში დებატები მიმდინარეობს, თუმცა თავად ამ ეტაპზე პრემიერის პოსტის დაკავებაზე არ ფიქრობს.
„ეს კარიერიზმი რომ მამოძრავებდეს ამდენ ხალხს არ გადავიკიდებდი. მართლა გადავიკიდე ძალიან გავლენიანი ოლიგარქი, რომელმაც ათასგვარი რაღაც შეუძლია გააკეთოს. ბევრი პარლამენტის წევრი გადავიკიდე... საერთოდ ამ თემაზე დებატები მიმდინარეობს უკრაინაში, საერთაშორისო თანამეგობრობაში განიხილება ძალიან ფართოდ. თუმცა მე ვაწვები იმას რაც პრინციპულად მიმაჩნია“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ბოლო პერიოდში ხშირად არის საუბარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერად დანიშვნის შესახებ. ამავდროულად, სააკაშვილის უკრაინის პრემიერად დანიშვნის შესახებ პეტიცია მომზადდა, რომელსაც 25 360-მა ადამიანმა მოაწერა ხელი. რაც საკმარისია იმისათვის, რომ აღნიშნული ინიციატივა მთავრობამ განიხილოს.
მასალის გამოყენების პირობები






