ჯვარი გეწეროთ!!!
გვახსოვდეს აფხაზეთი !!!
... სოხუმი. სექტემბრის ბოლო დღეები იყო,
ყველანი ვგრძნობდით, რომ ყველაფერი მძიმდებოდა.
საღამოს , გვიან სახელმწიფო მეთაურმა საგანგებო თათბირი გამართა.
დეტალურად განიხილეს ყველა მოსალოდნელი შედეგი.
...ფაქტი იყო, რომ არც სახელმწიფო მეთაური, არც აფხაზეთის ხელისუფლება და არც სოხუმის დამცველები ქალაქის დატოვებას არ აპირებდნენ.
გაიცა, ბრძანება, რომ თბილისიდან ჩასულ პოლიტიკოსები მეორე დღესვე თვითმფრინავით გამოვემგზავრებინეთ.
_ ყველანი აქ დავრჩეთ და თუ უნდა დავიხოცოთ ყველანი ერთად მეთქი..
_ ქალებს აქ არაფერი ესაქმებათ, თუნდაც პოლიტიკოსსო,, ნესტანს აქ რა უნდაო _ მკაცრად იყვირა მთავარსარდალმა....
მეორე დილით მოვირბინე სოხუმის ქუჩები.
დავემშვიდობე ჩემს აფხაზ და ქართველ ნათესავებს, ჩემს ბერძენ და სომეხ მეგობრებს და ადმინისტრაციის შენობაში გამოვცხადდი.
...ჟიული შარტავამ გულში ჩამიკრა და მითხრა:
_მე ბოლომდე აქ ვიქნები, მაგრამ გახსოვდეს, როცა ჩამოვალ აეროპორტში დამხვდიო.
მივხვდი, რასაც გულისხმობდა და ტირილი ამივარდა.
...დავემშვიდობეთ ყველას და წამოვედით.
მანქანა აეროპორტისკენ არ წავიდა., სადღაც გადაუხვია,,,
სამხედროები მოვიდნენ, ჩამობრძანდითო...
სახლში შეგვიყვანეს, სუფრა იყო გაშლილი ...
ვასია კადენეცის არაჩვეულებრივ ოჯახში აღმოვჩნდით.
ჟიული შარტავაც იქ მოვიდა_ ასე მომინდა დამშვიდობებაო.....
...სოხუმი დავტოვეთ მე, და ზურაბ ჟვანიამ. გია ბარამიძე დარჩა,..
რამდენიმე დღეში სოხუმი დაეცა...
აფხაზეთის ქართველობა გოლგოთას შეუდგა ....
...ერთ საღამოს ვაჟა ლორთქიფანიძემ დამირეკა და მითხრა, ჟიულის დავხვდეთო...
მე და ვაჟა თბილისი აეროპორტში თანამედროვე საქართველოს გმირს ვხვდებოდით....
ჩემს თვალწინ დაიწერა საქართველოს იტორიის ერთ-ერთი, გამორჩეულად ტრაგიკული ფურცლები....
გვახსოვდეს აფხაზეთი!!!
ნესტან კირთაძე
ჯვართამაღლება, 2015 წლისა
დედაქალაქი
მასალის გამოყენების პირობები






