უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, "რესპუბლიკური პარტიის" პროგრამით რომ მემოქმედა...- უსუფაშვილი
პოლიტიკა - 12:54, 27 Sep, 2015     1604
პარლამენტის თავმჯომარე დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში კოალიციაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად კოლიციაში არსებული სიჭრელისა, მათ უფრო მეტი რამ აერთიანებთ, ვიდრე განასხვავებს. ამასთანავე უსუფაშვილმა სინანული გამოთქვა იმის შესახებ, რომ მას არ შეუძლია მხოლოდ ”რესპუბლიკური პარტიის” პროგრამით იხელმძღვანელოს, თუმცა მას ცხოვრებამ ასწავლა, რომ რესპუბლიკელები ცალკე აღებული ვერ შეასრულებენ იმ ამოცანებს, რასაც კოალიციაში შეძლებენ.

”პოლიტიკურად უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, რომ შემეძლოს, ამეღო "რესპუბლიკური პარტიის" პროგრამა, დამედო წინ და იმის მიხედვით მემოქმედა, მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა, რომ "რესპუბლიკური პარტია" ცალკე აღებული არ არის და ვერ არის შემძლე, რომ ეს აკეთოს. რესპუბლიკური პარტია 35 წელია ლაპარაკობს რაღაცეებს, აქედან ნაწილი მაინც რომ შესრულეს მე უნდა მოვახერხო ურთიერთობა სხვებთან.

დღეს არის კოალიციის ის პარტნიორები, ვინც არის. არ გამოვა კოალიციური ურთიერთობა, თუ მეტი არ გვაერთიანებს, ვიდრე განგვასხვავებს და მეორე, თუ არ არის წინასწარ მკაფიო შეთანხმება. ჩვენ აქეთ ვდგამთ ნაბიჯებს. პირველად მოხდა, რომ უსუფაშვილს, მეჭიაურს, თოფაძეს და ძიძიგურს როლი დაეკისრათ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მანამდე გვაინტერესებდა, რა უნდოდა სააკაშვილს, შევარდნაძეს, გამსახურდიას, ან თუნდაც ივანიშვილს. ახლა გახდა შესაძლებლობა, განსხვავებული ადამიანების რაობაზე ვიმსჯელოთ”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42