"აფხაზთა კრების" ორგანიზაციების აქცია - ,,არა ოკუპაციას!“
პოლიტიკა - 09:41, 27 Sep, 2015     1974
დღეს, სოხუმის დაცემის დღეს, 15 საათზე, მთავრობის კანცე;არიასთან. "აფხაზთა კრების" ორგანიზაციები აწყობენ აქციას - "არა ოკუპაციას!", რომელიც სოხუმის დაცემის წლისთავს ეძღვნება.გთავაზობთ "აფხაზთა კრების" მიერ გავრცელებულ განცხადებას:
"რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ 1992 წლიდან წარმოებული აგრესიის შედეგად ოკუპირებულ იქნა აფხაზეთისა და შიდა ქართლის ტერიტორიები, განხორციელდა ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა-გენოციდი, 30 ათასი ადამიანი ფიზიკურად იქნა განადგურებული, ხოლო 400 ათასი დევნილი და ლტოლვილი გახდა. 2008 წლის მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა. ხოლო 2014-2015 წლებში მათ მარიონეტულ რეჟიმებთან ხელი მოაწერა ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რითაც მოახდინა მცოცავი ანექსიის დეკლარირება და ახორციელებს მას.

გალის რაიონი არის ერთი დიდი საკონცენტრაციო ბანაკი-თანამედროვერუსული ,,გულაგი“, სადაც 35 ათასი ქართველი იმყოფება უმძიმესი რასობრივი ჩაგვრის ქვეშ. ამჟამად მათ სრულად აეკრძალათ სკოლებში ქართულად სწავლა და საუბარი. შიდა ქართლში კი აგრესორი თითქმის ყოვედღიურად აფართოებს საოკუპაციო ზონას.

ამ პროცესების შესაჩერებლად, აფხაზეთსა და შიდა ქართლიდან მოძალადის გასაძევებლად და დევნილთა დასაბრუნებლად აუცილებელია მთავრობისა და ხალხის სიმტკიცე, შემართება და აქტიურობა, რასაც, სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხდავთ. პირიქით, ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად ატარებს აგრესორისადმი მაამებლურ, კაპიტულანტურ კურსს. ამის გამო საერთაშორისო დღის წესრიგიდან პრაქტიკულად მოიხსნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, არნახულად მომრავლდნენ ღიად კოლაბორაციონისტული ჯგუფები და ორგანიზაციები, აშკარად მტერზე მომუშავე საინფორმაციო საშულებები. საზოგადოებაში კვლავ აღზევდა ,,ბაბაიას“ სინდრომი.

ოკუპანტის საყრდენი გახდა კორუფციისა და ნეპოტიზმის ჭაობში ჩაფლული, უავტორიტეტო აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და მთავრობა. ისინი, ფაქტიურად, გასულნი არიან კონსტიტუციური სივრციდან და წარმოადგენენ რუსულ ბაზას 14-მილიონიანი ბიუჯეტით. შარშან, 27 სექტემბერს, თბილისში გამართულმა აფხაზთა კრებამ კატეგორიულად მოითხოვა უმაღლესი საბჭოს ახალი არჩევნები და მთავრობის გადადგომა. თუმცა, ხელისუფლებას დევნილი საზოგადოების ეს საყოველთაო მოთხოვნა არ ესმის.

27 სექტემბერს აფხაზთა კრების ორგანიზაციები საზოგადოების ყურადღებას კიდევ ერთხელ გავამახვილებთ ტერიტორიული მთლიანობისა და პროდასავლური ძალების ერთიანობის პრობლემებისადმი. მხოლოდ მძლავრი სამოქალაქო აქტიურობაა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების განეიტრალებისა და აღკვეთის უალტერნატივო პირობა, რაც აუცილებლად განაპირობებს საერთო წარმატებასა და გამარჯვებას.

არა ოკუპაციას! არა რასიზმს! არა კოლაბორაციონიზმს და მტერთან თანამშრომლობას!
ჩატარდეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნები! დაიცავი დედა-ენა!

27 სექტემბერი ჯვართამაღლების დღესასწაულია. გაისად სოხუმში!"

"აფხაზთა კრების" საორგანიზაციო ჯგუფი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42