კახა კახიშვილმა და სახალხო დამცველმა N7 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა განიხილეს
პოლიტიკა - 21:27, 25 Sep, 2015     1236

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა N7 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

"N7 დაწესებულებაში არსებული საყოფაცხოვრებო პრობლემების შესახებ მინისტრი ბუნებრივია საქმის კურსშია და ვითარების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი მუშაობა დაწყებულია.

აღსანიშნავია, რომ N7 დაწესებულება 11 წელია ექსპლუატაციაშია და მსჯავრდებულებისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად დაწყებულია რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მიუხედავად მოძველებული ინფრასტრუქტურისა, იქ განთავსებული მსჯავრდებულები კანონით დასაშვები ყველა სერვისით და სრული სამედიცინო მომსახურებით სარგებლობენ. ამ მხრივ, აღნიშნულ დაწესებულებაში არანაირი პრობლემა არ არსებობს.

მე-7 დაწესებულებაში 77 მაღალი რისკის მსჯავრდებული იხდის სასჯელს. ამიტომ, მათი გადაყვანა ღია ტიპის დაწესებულებაში სხვა მსჯავრდებულებს უქმნის პრობლემას, რის გამოც, უახლოეს პერიოდში გაიხსნება მაღალი რისკის მე-6 დაწესებულება, სადაც სწორედ მე-7 დაწესებულების მსჯავრდებულთა ნაწილი გადავა.

როგორც ცნობილია, მიმდინარეობს ლაითურის მაღალი რისკის დაწესებულების მშენებლობაც, რომელიც ასევე, ამ კატეგორიის პატიმრებისთვის იქნება განკუთვნილი. მე-6 დაწესებულების გახსნის შემდეგ, მე-7 დაწესებულების პირველი სართული საერთოდ გაუქმდება და მხოლოდ 21 მსჯავრდებულზე გათვლილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა."- აღნიშნულია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42