უმრავლესობის წევრები უარყოფენ, რომ წარსულში მაჟორიტარული სისტემის გაუქმების ითხოვდნენ
პოლიტიკა - 19:18, 25 Sep, 2015     2020
უმრავლესობის წევრები, რომლებიც ადრე ოპოზიციურ გაერთიანება „რვიანის“ წევრები იყვნენ, უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ისინი წარსულში მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას ითხოვდნენ.

„ასეთი შეთავაზება ქართულ ოცნებას არ ჰქონია ქართველი ამომრჩევლისთვის. ასევე კიდევ ერთხელ უნდა ხაზი გავუსვა, რომ 2008 წელსაც, როდესაც ოპოზიციურმა რვიანმა შესთავაზა ხელისუფლებას თავისი საარჩევნო გეგმა, მაჟორიტარული სისტემა იქაც იყო შეთავაზებულ გეგმაში. ამიტომ საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი, რომ თითქოს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდებოდა,“- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „კურიერთან“ საუბარში.

ზვიად ძიძიგურის მოსაზრებას ეთანხმება „რესპუბლიკელი“ ლევან ბერძენიშვილიც, მისი თქმით „რვიანი“ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ ითხოვდა.

„არ ითხოვდა რვიანი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, ისტორიულად ასეა. ამას ვერავინ ვერ გადაწერს. ზვიადი მართალია, არსად არ ყოფილა მოთხოვნა, რომ ის გაუქმებულიყო . რას ვითხოვდით ერთია და გაუქმება მეორეა. ჩემი მეხსიერებით ლევან ბერძენიშვილს ახსოვს, რომ რვიანი ამას არ ითხოვდა, იგივე ახსოვს ზვიად ძიძიგურსაც. ფაქტები ასეთია“- აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

ეკა ბესელიას თქმით, კი მთავარი არა არჩევნების მოდელი, არამედ არჩევნების ჩასატარებელი გარემო და პირობებია, თუმცა ბესელიას ახსოვს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს წარსულში მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნა ნამდვილად ქონდათ, თუმცა ამაზე კონსესუსი ვერ შედგა:

„მახსოვს ძალიან კარგად, რომ ერთი პოლიტიკური ჯგუფი თანხმდებოდა ამ მოდელზე, მაგრამ იყო განსხვავებული მოსაზრებაც და ბოლომდე სრული კონსესუსი ამ საკითხზე არ იყო. მაჟორიტარულით ატარებ თუ პროპორციულით მთავარი არის, რომ არჩევნები არ გააყალბო და ნებისმიერი მოდელის არჩევნები ჩაატაროს ხელისუფლებამ თავისუფალ და დემოკრატიულ პირობებში, რასაც ვეღირსეთ 2012 წლის შემდეგ“- განაცხადა ეკა ბესელიამ.


რას ითხოვდა რვა ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი ჯგუფი თავის დროზე შეგიძლიათ იხილოოთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ვებგვერდზე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42