ბალღამის ნთხევა, ეს წარსულის პოლიტიკაა - მუხრან ბურჭულაძე
პოლიტიკა - 17:19, 25 Sep, 2015     1548
"დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის" თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს და პოლიტიკოსებს გამოწვევას უგზავნის.განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ.
"დროს მაინც თავისი გააქვს და გვიცვლის ცხოვრების წესს მეგობრებო. აქამდე პოლიტიკოსები მხოლოდ დახმარებას, მუქთა ლუკმას და რომელიღაც პარტიის ალაგმვას თუ ლიდერის დასჯა - განადგურებას გპირდებოდნენ. თუმცა მათ ვერ ისწავლეს, რომ ქართველ ამომრჩეველს სათამაშოსავით არ უნდა მოეპყრა და ელაპარაკო მხოლოდ ბუების განდევნაზე, მას ესმის გაცილებით მეტი და მოითხოვს მეტს.
როგორც ხედავთ ქართული პოლიტიკური სპექტრი ამ მავნე ზნეს ვერ იცვლის, რიტორიკაც უცვლელი რჩება და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების წესიც.
ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმეს შეურაცხყოფა ან თქვენი უიმედობაში ჩაგდბა მსურს პირიქით, დღეს სწორედ ჩვენი მოქალაქეების სწრაფვა და გამოცდილება მამხნევებს და თქვენც ამ ენერგიით მინდა ისაზრდოოთ.
საკმარისია ამდენი კინკლაობა და ბალღამის ნთხევა,- ეს წარსულის პოლიტიკაა. მე და ჩემი მეგობრები, ჩვენ ყველა ერთად შევცვლით ამ უპერსპექტივობას და უგზოობას, ჩვენ არ უნდა ვიკინკლაოთ და არ უნდა აღვგავოთ ვინმე, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ თანამშრომლობას. მე ვერასოდეს დავუჭერ მხარს მუქთად კვებას, უსაქმურობას, ლაყაფს და დროის ფლანგვას. ჩვენს წინაშე ახალი გამოწვევებია და ამას ყველა ერთად გავუმკლავდებით. ჩვენ ვიშრომებთ თავდაუზოგავად და სხვასაც იგივეს ვაიძულებთ, იძულება კი იქნება ყველას ჩართულობა ამ ასპარეზში.
შრომა და განვითარება უნდა იყოს თითოეული მოქალაქის თავისუფალი არჩევანი და ასე ავაშენებთ ახალ ქართულ სახელმწიფოს.
ქართველი ადამიანი არასოდეს ყოფილა ზარმაცი, ასეთად ჩვენი გადაქცევა სურდა მტერს და მე ვერ დავინახე სხვაგვარი მისწრაფება ადამიანებში, რომლებიც პოლიტიკაში მკვიდრდებიან. მე ვერ ვუწოდებ მათხოვრულ დახმარებას, ვაუჩერს თუ დახვნას პატრიოტულ ნაბიჯს - ეს დათვური სამსახურია.
ჩვენ აღარ გვაქვს უშრომელად ჯდომის ფუფუნება, ამიტომ ჩავჭიდოთ ხელები მაგრად და მევემზადოთ მომავლის საშენებლად!" - აცხადებს მუხრან ბურჭულაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42