ომბუდსმენი სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულების დახურვას ითხოვს
პოლიტიკა - 15:10, 25 Sep, 2015     719

საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ N7 დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

„ჯერ კიდევ 2013 წელს განხორციელებული ვიზიტისას გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევების შემდგომ, სახალხო დამცველმა N7 დაწესებულებაში არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით არაერთი რეკომენდაცია გასცა; ვიზიტის შედეგად გაირკვა, რომ დაწესებულებაში არა თუ არ გამოსწორებულა ვითარება, არამედ გაუარესდა კიდეც ვინაიდან, პატიმართა რაოდენობა ერთი მესამედით (25 პატიმრით) გაიზარდა და შესაბამისად, დაწესებულება გადატვირთულია. ამდენად, უცვლელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით. ანგარიშის ძირითადი მიზანია, დაწესებულებაში ამჟამად არსებული მდგომარეობის დოკუმენტირება და დაწესებულების დახურვამდე, დროებითი ღონისძიების სახით, პატიმართა მძიმე მდგომარეობის გარკვეულწილად შესამსუბუქებლად იმ კონკრეტული ზომების შეთავაზება, რომელთა დაუყოვნებლივ მიღება სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს აუცილებლად მიაჩნია.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის დროს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ; თუმცა, დაწესებულებაში არსებული მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები, უსაფრთხოების ღონისძიებების გადაჭარბებული გამოყენების პრაქტიკა, არასათანადო სამედიცინო მომსახურება, სარეაბილიტაციო აქტივობების არარსებობა, ოჯახის წევრებთან და ზოგადად გარე სამყაროსთან საკმარისი კონტაქტის არარსებობა შეუძლებელს ხდის პატიმრების მიერ სასჯელის მოხდას მათი ღირსების პატივისცემის პირობებში. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ყოველივე აღნიშნული საფრთხეს უქმნის დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, ფიზიკური ძალადობის რისკიც იმატებს.

2015 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე და სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნიკა კვარაცხელია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიმდინარეობისას სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ანგარიშში აღწერილი პრობლემები პირადად გააცნო და ისაუბრა აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებზე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა პრობლემების მოგვარების მიზნით საჭირო ზომების მიღების მზაობა გამოხატა. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო მოკლე ვადებში გაატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა N7 დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმრებს შეექმნათ ადამიანის ღირსებასთან თავსებადი პატიმრობის პირობები“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42