"დანაშაულის აღიარება ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ" - პროკურორის შეთავაზება ყოფილ ჩინოვნიკებს
პოლიტიკა - 13:30, 25 Sep, 2015     3797

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, ადიგენის ყოფილი გამგებლისა და მისი მოადგილის მიმართ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენზე ისაუბრა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, 2 წლისა და 2 თვის შემდეგ, მათ შეძლეს თავიანთი სიმართლის დამტკიცება და უზენაესმა სასამართლომ ისინი უდანაშაულოდ სცნო.

„უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ადიგენის ყოფილი გამგებელს, მისი ყოფილი მოადგილისა და საფინანსო განყოფილების ყოფილ უფროსზე და ისინი გაამართლა.

მათ გარშემო ძიება და სასამართლო პროცესები 2 წლისა და 2 თვის განმავლობაში მიდიოდა. მიზეზი კი ერთი და მარტივი იყო - არ სურდათ რომ სათავეში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ. ვერ შეძლეს დაშინება და მათი მოსყიდვა, რომ თანამდებობები საკუთარი ნებით დაეტოვებინათ და ამიტომ ასეთ ხერხს მიმართეს. ადგილობრივმა სასამართლომ მათ 3 000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა, თუმცა მიმდინარე წლის სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ ეს ადამიანები უდანაშაულოდ სცნო.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ საქმის პროკურორმა თავიდანვე იცოდა საქმის პოლიტიკური მხარე. სამწუხაროდ ეს ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ის გვთავაზობდა, რომ ადიგენის ყოფილ გამგებელსა და მის მოადგილეს დანაშაული ეღიარებინათ, მხოლოდ 500 ლარიან ჯარიმას შეუფარდება და ამასაც თავად გადაიხდიდა.

ჩვენ მოვითხოვთ ამ ადამიანებს განაცდური, 9 თვის ანაზღაურება მისცენ. ხოლო მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაგვბარდება, მოარული ზიანის ანაზღაურებასაც მოვითხოვთ“, - განაცხდა ზურაბ ჩილინგარაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42