"ქამარშემოჭერილი" ხელისუფლება - ბორჯომის გამგეობაში 86 816 ლარის პრემია გასცეს
პოლიტიკა - 12:58, 25 Sep, 2015     2231
პრემიებისა და დანამატების გაცემის პრაქტიკა, კიდევ ერთხელ, კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებზე ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პრემიის სახით 86 816 ლარი გაიცა, ხოლო დანამატმა 6214 ლარი შეადგინა.

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი, მაია ხრიკაძე ბორჯომის გამგებელს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში პრემიების გამოწერის ტენდენციამ სისტემური ხასიათი მიიღო.

„ნამდვილად არ ვარ იმის წინააღმდეგი, წელიწადში სამჯერ თანამშრომელი წახალისდეს, მაგრამ ყოველთვიურად?! 4 თვეში თავის დანამატიანად 100 000 ლარის გაცემა სცდება ყოველგვარ ფარგლებს“- აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დიმიტრი ყიფიანი მსუყე პრემიისა და დანამატის გაცემის ფაქტს ადასტურებს, თუმცა იქვე დასძენს, რომ „ქამრების შემოჭერის“ ინიციატივის გათვალისწინებით, საპრემიო ფონდიდან 100 000 ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადაანაწილეს.

ყიფიანი აცხადებს, რომ საჯარო მოხელეებს 4 კვარტალური და 3 სადღესასწაულო პრემიის აღება შეუძლიათ.

„ქამრების შემოწერის პრინციპით, 100 000 ლარი მოვაკელით საპრემიო მუხლს და გადავანაწილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ამასთან, ვითვალსიწინებთ რეკომენდაციას, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გამოიცა და რომლის თანახმად პრემიები შეიძლება გაიცეს 4 ჯერ კვარტალურად და სამჯერ სადღესასწაულოდ“- აღნიშნა ბორჯომის გამგებელმა.

საქართველოს პრემიერის განცხადებით, "მთავრობა ქამრების შემოჭერის პოლიტიკაზე ჯერ კიდევ თებერვლის თვეში გადავიდა“.

„მზად ვართ, რომ შემოვიჭიროთ ქამრები და მაქსიმალურად ეფექტიანად გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენ, ალბათ, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება მოგვიწევს, რომ მაქსიმალურად გონივრულად და მიზანმიმართულად, მიზნობრივად და ნაციონალურად ვხარჯოთ ჩვენი ბიუჯეტი” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 21 თებერვალს. თუმცა, როგორც ჩანს ეს ბრძანება ბორჯომის მუნიციპალიტეტში ვერ გაიგეს.

დავით ჯაბაშვილი






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42