თბილისის მერი დავით ნარმანია უცნაურს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ ლევან ხაბეიშვილს მერიაში ბრიფინგის ჩატარების უფლება არ მისცეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ნარმანიამ მცირე კომენტარი გააკეთა.
"ლევან ხაბეიშვილს რა უფლება აქვს პრესსამსახურთან შეთანხმების გარეშე მერიის ოფისში ბრიფინგი ჩაატაროს. კაბინეტში მერის გარდა არავინ ბრიფინგს არ ატარებს", -განაცხადა დავით ნარმანიამ.
სპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან ხაბეიშვილს, რომელიც თანამდებობაზე სასამართლო გადაწყვეტილებით აღადგინეს საკუთარ კაბინეტში ბრიფინგის ჩატარების უფლება არ მიეცა.
შეგახსენებთ, ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, მერიაში რამდენიმე დღიან მუშაობას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. როგორც ლევან ხაბეიშვილი ამბობს, მერიაში, სადაც "თბილისელებზე არ ზრუნავენ, მუშაობას არ აპირებს".
მასალის გამოყენების პირობები






