"ჩემი ბოლოდროინდელი ვიზიტების დროს რუსეთში, მე დავინახე, რომ ურთიერთობების გაუმჯობესება თქვენთვის მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, პრობლემები ბევრი იყო, რის გამოც ჩიხში შევედით. თუმცა, გამოუვალი მდგომარეობები არ არსებობს. მჯერა, დიალოგის გზით ამ ჩიხიდან გამოვალთ და გადავჭრით იმ საკითხებს, რაც მტკივნეულია ჩვენთვის და თქვენც გაღელვებთ. იმედი მაქვს ეს პრობლემები ისე გადაწყდება, რომ მომგებიანი იყოს ორივე ქვეყნისთვის"- განაცხადა ბურჯანაძემ.
მატვიენკოს თქმით კი მოსკოვს ნატოსთან საქართველოს დაახლოება აშფოთებს, რადგან ეს რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
"რუსეთს ყოველთვის სურს ქართულ-რუსული ურთიერთობების მოწესრიგება. ამიტომ პოზიტიურად მივიღეთ ის სიგნალი, რომელიც 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წამოვიდა. თუმცა საქართველოს მთავრობა სრულფასოვანი დიპლომატიური კავშირის აღდგენისთვის მზად არ არის. ჩვენ გვაღელვებს საქართველოს ნატოსთან დაახლოება, რაც ქმნის არასტაბილურ გარემოს კავკასიის რეგიონში"- განაცხადა მატვიენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






