უმრავლესობის დეპუტატის ნოდარ ებანოიძის თქმით, პრემიების შეზღუდვასთან დაკავშირებით ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივას მხარს არ უჭერს. თუმცა მისი განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ პრემიების გაცემას ემხრობა.
როგორც დეპუტატი ამბობს, არ შეიძლება პრემიები გაიცემოდეს ისე, როგორც გარკვეული წლების წინ გაიცემოდა და რომელიც სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა.
„თუმცა არ შეიძლება ჩვენ ყველაფერი კანონით ვარეგულიროთ. ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს. ჩვენნაირ მდგომარეობაში, როდესაც თითოეული ადმინისტრაციული ხარჯი ძალიან სერიოზულად ურტყამს ყველაფერს ხელისუფლებაც მობილიზებული და მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ასეთი ხარჯი გასწიოს. არიან ადამიანები, რომელთა შრომის ანაზღაურება უნდა იყოს მაღალი და უნდა იყოს ხელშეწყობის საშუალება. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც ის ანაზღაურებაც ზედმეტია, რაც აქვთ“, - განაცხადა ებანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






