ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პრემიების შეზღუდვასთან დაკავშირებით ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივას ეხმაურება.
მინისტრის თქმით, სისტემა საკმაოდ მოწესრიგებულია და ცვლილებები არ იგეგმება.
"მემგონი ღია კარებს ვამტვრევთ. მინისტრების დონეზე პრემიების სისტემა მოწესრიგებულია, საჯარო სამსახურში ძალიან ღირსეული ადამიანები მუშაობენ და მათ შრომის ღირსეული ანაზღაურება სჭირდებათ. მზად ვართ, ყველასთან კომუნიკაციაში შევიდეთ, მოწესრიგება არ ნიშნავს, რომ ადამიანებს პრემია არ უნდა მივცეთ, ვინც დაიმსახურა, ის პრემიას აუცილებლად მიიღებს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მაღალი რანგის პირებისთვის პრემიების შეზღუდვის ინიციატივით გამოდის.
დეპუტატის თქმით, შეზღუდვები მიმდინარე წელსვე შეიძლება დაუწესდეთ მინისტრებს, მოსამართლეებს და დეპარტამენტის ხელმძღვანელებს.
ქუცნაშვილის ინიციატივას საპროცედურო საკითხთა კომიტეტში განიხილავენ პირველი მოსმენით.
მასალის გამოყენების პირობები






