CNN-ის სამაუწყებლო ეთერში საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლი ტრიალებს
პოლიტიკა - 10:18, 25 Sep, 2015     2626

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს CNN-ის მხარესთან მოლაპარაკებების შედეგად ტელეკომპანია CNN-ის სამაუწყებლო ეთერში საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება დაიწყო. 30 წამიანი ხანგრძლივობის საიმიჯო რგოლი გადაცემის “Silk Road – Past, Present and Future“ ფარგლებში განთავსდა.

სამაუწყებლო კომპანია CNN მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული საინფორმაციო წყაროა, რომელიც აუდიტორიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ტიპის სახის ინფორმაციას 24 საათის განმავლობაში აწვდის. საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლის CNN -ის ეთერშიჩვენება 2015 წლის 21 სექტემბრიდან2016 წლის მარტის ჩათვლით მოხდება. რგოლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას და წარმოაჩინოს ქვეყნის, როგორც რეგიონული ცენტრის როლი.გარდა ამისა, კლიპის მიზანია, ხაზი გაუსვას საქართველოს ტრანზიტულ დანიშნულებას და ქვეყნის უნიკალურ, სტრატეგიულ მდებარეობას, რომელიც ევროპის, კასპიის რეგიონის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის მზარდი სავაჭრო ნაკადებით სარგებლობის შესაძლებლობას იძლევა.

საიმიჯო ვიდეორგოლის მთავარ გზავნილს საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივე (Georgia Making Business Easy) წარმოადგენს. ასევე ყურადღება გამახვილებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობაზე. საერთო ჯამში, ვიდეორგოლი სწორედ ზემოთ აღნიშნული კუთხით საქართველოში ხელსაყრელი გარემოს ჩვენებას ემსახურება.

CNN -ის ეთერში გადაცემა “Silk Road – Past, Present and Future“ ახალი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს აბრეშუმის გზის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ ინფორმაციის მაყურებლამდე მიტანას. გადაცემის მსვლელობისის საქართველოს შესახებ ვიდეო ტიხრები განთავსდება.

ამავდროულად, გადაცემა ფოკუსირებულია, აუდიტორიის ყურადღება მიმართოს საქართველოს მასშტაბით ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემოს არსებობისკენ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42