საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანიდან რუსმა სამხედროებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს. ერთ-ერთი მათგანი არასრულლწლოვანი 13 წლის ტატო მამაგულაშვილია. მასთან ერთად ოკუპანტებმა მისი ბიძაშვილი დიმიტრი მამაგულაშვილიც გაიტაცეს.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი მდინარე ფსაზე სათევზაოდ იყვნენ წასულები.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და მამაგულაშვილები აიყვანეს.
გატაცებულთა ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებისთვის უცნობია. არსებული ინფორმაციით ისინი რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.
საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა. მათი ინფორმაციით, ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უკვე მიაწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები






