ივანიშვილის 22 ფავორიტი - ვის ელოდება ,,ყოფილის" სტატუსი?
პოლიტიკა - 17:28, 24 Sep, 2015     16766
ივანიშვილის კარზე დიდი ალიაქოთია, კოალიციაში „სიამ-ტკბილობით“ თანაარსებობის პერიოდი კარგა ხანია დასრულდა, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კვალდაკვალ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხელისუფლების შენარჩუნების სხვადასხვა გზებზე აქტიურად მუშაობს.

„ნიუპოსტს“ ყოფილ პრემიერთან დაახლოებული პირი უყვება, რომ „ქართული ოცნების“ განცხადება, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები კვლავ დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება შუშის სასახლეში შეთანხმდა.

ჩვენი წყაროს ცნობით, ივანიშვილი კარგად აცნობიერებს, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი დღითიდღე ეცემა. სწორედ ამიტომ, ხელისუფლების შენარჩუნებისთვის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარდებას ეწინააღმდეგება და ფსონს მაჟორიტარებზე დებს.

ჩვენი ინფორმაციით, ივანიშვილმა მოსალოდნელ წმენდაზე შეხვედრა სოლოლაკის რეზიდენციაში, ძალიან ვიწრო წრესთან გამართა. რომელსაც თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები ესწრებოდნენ - ისინი, ვისაც ოლიგარქს ერთგულება უკვე დაუმტკიცეს.

სანდო წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილს სამუშაო მაგიდაზე უკვე უდევს საარჩევნო სია, რომლითაც „ქართული ოცნება“ 2016 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

უმრავლესობის დეპუტატები პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ ივანიშვილის სიაში ვერ მოხვდნენ „კონსერვატორები“ და „მრეწველები“, თუმცა ინფორმაცია რომელიც „ნიუპოსტმა“ თემის მომზადებისას მიიღო, კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებსაც დაუფრთხობს ძილს.

2016 წლის საპარლამენტო არჩვნებზე ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მოქმედი დეპუტატების 90 % ვეღარ მოხვდება.

„საპარლამენტო სიაში დღეს მოქმედი დეპუტატებიდან 18 - დან 22 ადამიანამდე მოხვდება, ასეთია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. სიაში ყოფილი პრემიერის ნდობით აღჭურვული, ძალიან აქტიური მოქმედი დეპუტატები მოხვდნენ“,- ამბობს „ნიუპოსტის“ წყარო.

კოლიციაში არსებულ შფოთვის შესახებ ინფორმაციას ფლობს „ქართულ ოცნებასთან“ პოლიტიკურ განქორწინებაში მყოფი პარლამენტის ვიცე სპიკერი, მურმან დუმბაძე.

დეპუტატი ამბობს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩვნებზე ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო სია დღევანდელზე ბევრად უარესი იქნება და მასში მოქმედი დეპუტატების 90 % ვეღარ მოხვდება.

,,დღევანდელი დეპუტატების 90% მომავალ პარლამენტში ვეღარ მოხვდება, ისინი არც მაჟორიტარებად დასახელდებიან და არც პარტიულ სიებში აღარ მოხვდებიან, 2016 წლის არჩევნებში ქართულ ოცნებას გამარჯვების შანსი არ აქვს, ის საკონტროლო პაკეტს ვერ აიღებს“,- ამბობს დუმბაძე.

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი „ნიუპოსტის“ ინფორმაციას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ „ქვეყნის ფიქტიური მმართველი (ბიძინა ივანიშვილი) ხელისუფლების შესანარჩუნებლად „ქართული ოცნებას“ გადაახალისებს.

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სახეშეცვლილი პოლიტიკური ლანდშაფტით მივალთ. ის მოსაზრება, რომ ქართული ოცნება მთლიანად გადახალისდება, აბსოლუტურად ლოგიკურია. დღევანდელი უმრავლესობა იმდენად ეკლექტურია, რომ პრობლემა არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ „ქართულ ოცნებასაც“ შეუქმნა. როგორ შეიძლება შეთანხმდნენ სახელმწიფოებრივ საკითხებზე პოლიტიკური პარტიები, მაშინ როდესაც ერთ კოალიციაში არაინ, აქეთ კონსერვატიული და იქით ლიბერალური ფორმატის პარტიები. მაგიტომაცაა მუდმივი უთანხმოება კოალიციის შიგნით. შეუთანხმებელი განცხადებებით და მუდმივი შეცდომებით „ქართული ოცნება“ არაეფექტურ ძალად იქცა“,- აღნიშნა ახვლედიანმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურმა გუნდმა ვერ გაუმართლა.

„ქართული ოცნების რეიტინგი საშინელ მდგომარეობაშია, ამას ჩვენი ქვეყნის კულუარული მართველი ძალიან კარგად ხვდება. მეორე პარტია არ ვიცი ასეთი, ვინც სამი წლის მართველობის თავზე საზოგადეობრივი ნდობა გაფლანგა“, - აღნიშნა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა.

ოპოზიციის წევრი 2016 წლის საპარლამენტო არჩერვნების მაჟორიტარული სისტემით ჩატარებას "ბიძინა ივანიშვილის შიშს“ უკავშირებს.

„ის ადამიანები, ვინც 2012 წლამდე ჩვენთან ერთად ებრძოდა ნაციონალურ მოძრაობას ამ სისტემით შესაცვლელად, მაგრამ ხელისუფლების თბილი საკამების მორგების შემდეგ, ეს სისტემა წარმატებით მოირგეს. მაჟორიტარული სისტემით სადებუტატო კანონიერად მოპარვის საშუალება არსებობს. აიღებ მაჟორიტარებს და ჯიბეში ისე ჩაიდებ, რომ უმრავლესობა გაქვს განაღდებული. „ქართული ოცნება“ კარგად ხედავს, რომ მათ სხვა საშუალება არ დარჩათ“,- განაცხადა ახვლედიანმა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჩვენთან საუბრისას უარყო ბიძინა ივანიშვილთან საარჩევნო სიაზე კონსულტაციების ალბათობა.

„ვერ გეტყვით ვერაფერს, ამის განხილვა და მსჯელობა ნამდვილად არ ყოფილა“,- აღნიშნა დეპუტატმა.

რაც შეეხება 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებს დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდების საკითხს, დეპუტატმა ამ საკითხზე ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ქუცნაშვილი სისულელეს უწოდებს მოსაზრებას რომლის მიხედვითაც მაჟორიტარული სისტემმით არჩევნების ჩატარება ხმების მოპარვის საშუალებას იძლევა.

„ამ სისულელეებს თავისი რებუსი აქვს არ მინდა ამ სისულელეების ამომხსნელი ვიყო. ამ საკითხზე საყოველთაო-სახალხო განხილვა მომავალ კვირას იწყება. სადაც ვაპირებ მონაწილეობის მიღებას.

ველოდები მათ პასუხებს, გარდა იმ ზედაპირული განცხადებისა, რომ თქვენ ამაზე შიმშილობდით, ამას ითხოვდით...

მე მაქვს შემხვედრი კითხვა: არსებობდა „ქართული ოცნება 2008-2009 წელებში, როცა საარჩევნო გარემოზე საუბრობდნენ? შეიძლება მოითხოვო „ქართული ოცნებისგან“ მსგავსი დაპირების შესრულება რომელიც პარტია ამ პერიოდში არ არსებობდა“,- განაცხადა ქუცნაშვილმა.

„ნიუპოსტმა“ დეპუტატს საარჩევნო სისტემის შეცვლაზე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა, თუმცა მან ამ საკითხზე ვრცლად საუბარი არ ისურვა.

დავით ჯაბაშვილი






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42