გარდა იმისა, რომ ამ მატჩშით "ბორჯღალოსნებმა" ჯგუფში ლიდერობის შენარჩუნება-გამტკიცებისთვის პრემიალური ქულით გამარჯვება შეძლეს, ეს იყო ესპანელებთან შარშანდელი მარცხისთვის ერთგვარი რევანშის აღებაც.
ქართველ მორაგბეთაგან ლელოები დადესს - მერაბ შარიქაძემ, ლაშა ხმალაძემ, ირაკლი მაჩხანელმა, ვასილ კაკოვინმა, ასევე 2-2 ლელო დადეს დიმიტრი ბასილაიამ და თამაზ მჭედლიძემ. რაც შეეხება ესპანელებს, მათ მეორე ტაიმში მოახერხეს მხოლოდ 2 ლელოს დადება, ერთი გარდასახვა ზუსტად შეასრულეს, მანამდე კი 2 საჯარიმო გაიტანეს.
დღევანდელი მატჩი გამორჩეული იყო იმითაც, რომ ნაკრებიდან რეკორდსმენი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე ,,აბუ" გააცილეს. აბუსერიძე 63-ე წუთზე გვიდა მოედნიდან, რომელმაც ეროვნულ გუნდში 13 წლიანი კარიერის შემდეგ ბოლო მატჩი ჩაატარა.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 16 მარტს, რუმინეთის გუნდის წინააღმდეგ გამართავს.
მასალის გამოყენების პირობები






