დიმიტრი ქუმსიშვილი "თელიასონერას" და "ჯეოსელის" ხელმძღვანელობას შეხვდა
პოლიტიკა - 14:24, 24 Sep, 2015     1553
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს კომპანია „თელიასონერას“ რეგიონულ ხელმძღვანელებს შეხვდა, კერძოდ - ევრაზიის რეგიონის პრეზიდენტს, ერიკ ჰალბერგს და კომპანიის ევრაზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტს ემილ ნილსონს. შეხვედრას ასევე დაესწრნენ კომპანია „ჯეოსელის“ გენერალური დირექტორი პაველ სმალინსკი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო კომპანია „თელიასონერას“ საქართველოში საქმიანობას და მის გეგმებს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის კუთხით. ასევე, „თელიასონერას“ ხელმძღვანელობამ შეხვედრაზე ისაუბრა გადაწყვეტილების შესახებ, დაიწყოს ევრაზიის რეგიონში (ყაზახეთი, საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ნეპალი) ოპერირების შემცირების, ხოლო, დროთა განმავლობაში მთლიანად დატოვების პროცესი. ეს გადაწყვეტილება არ იქონიებს გავლენას კომპანიის ოპერირებაზე. „ჯეოსელის“ საქმიანობა, ინიციატივები და პროექტები გრძელდება ჩვეულ რეჟიმში. წლების განმავლობაში „ჯეოსელი“ „თელიასონერას“ ჯგუფის ფარგლებში წარმატებულად წარმართავდა გრძელვადიან საქმიანობას და ქვეყანაში ახორციელებდა პასუხისმგებლობით სავსე ბიზნეს-პრაქტიკას, რაც მომავალშიც იგივე მიმართულებით გაგრძელდება.
კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, „ჯეოსელი“ საქართველოში მომავალშიც აქტიურად იმუშავებს, მეტიც, კომპანია ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს.
„თელიასონერას“ რეგიონულმა ხელმძღვანელებმა კმაყოფილება გამოთქვეს საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატით და აღნიშნეს, რომ „ჯეოსელი“ საქართველოში მისი საქმიანობის გაფართოებას აპირებს, კერძოდ, კომპანიის ინფრატრუქტურის განვითარებაში მრავალმილიონიანი ინვესტიციები ჩაიდება მყარ ვალუტაში.
როგორც „თელიასონერას“ და „ჯეოსელის“ ხელმძღვანელობა აცხადებს - კომპანიას გააჩნია სრული ამბიცია, რომ ნებისმიერი ინვესტორისთვის დღევანდელი სახით არსებული „ჯეოსელი“ არის ძლიერი ფინანსური მდგომარეობის, ჩამოყალიბებული მიზნებისა და ღირებულებების მქონე კომპანია, რომელიც კვლავაც დარჩება საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროცესის მნიშვნელოვანი თანამონაწილე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42