იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოსამართლეებს მაღალ ხელფასებს და პრემიებს ჰპირდება.
მისი თქმით, როგორც კი ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება მთავრობა ხელფასების გაზრდაზე იზრუნებს.
„როგორც კი ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობა ამის საშუალებას მოგვცემს, მთავრობა იზრუნებს იმაზე, რომ თქვენი ხელფასები და პრემიები იყოს მაღალი. აუცილებელია, რომ ეს პროცესი იყოს ჯანსაღი. ანუ თუ იღებ კარგ ხელფასს და გაცვია მანტია, უნდა განიხილო საქმეც. ასეთი იქნება ჩვენი სასამართლოს თავმჯდომარეების მომავალი ბედი“, - აღნიშნა წულუკიანმა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საერთო სასამართლოების შესახებ რეფორმას განიხილავენ.
მინისტრმა დადებითად შეაფასა ირაკლი ადეიშვილისთვის მოსამართლის უფლებამოსილების განუახლებლობის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება.
„დიახ, ის არის მოსამართლე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში ბრძანდებოდა, იყო მოვლენილი წინა მთავრობის მიერ და ამტკიცებდა, რომ სანდრო გირგვლიანი არავის მოუკლავს. ის ბუჩქებზე წაიქცა და ამგვარად შემთხვევით გამოიჭრა ყელი. დიახ, ასეთი მოსამართლეები უნდა წავიდნენ. ის მათ შორის გირგვლიანის მოსამართლეებს პირდებოდა, რომ როდესაც ისინი 10 წელს ამოწურავდნენ, გადაინიშნებოდნენ სამუდამოდ. ეს ვერ მოხდება და ამის პურობას მე გაძლევთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






