ჩვენი სახელმწიფო არასდროს დაუშვებს საზოგადოების დაყოფას რელიგიების მიხედვით - ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 12:29, 24 Sep, 2015     1434
ჩვენ გვსურს, ყველანი ვიყოთ ერთიანი და გვქონდეს საერთო მიზანი - მიზანი, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ქართულ სახელმწიფოს; ეს არის ტოლერანტობის, ძმობის და სიყვარულის არჩევანი, რომელიც საუკუნეების წინ ჩვენმა დიდმა მეფეებმა გაკეთეს, - ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მეჩეთში მუსლიმებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

მთავრობის მეთაურმა თანამემამულეებს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საუკუნოვანი ურთიერთობის ტრადიცია უწყვეტად გაგრძელდება.

„საქართველო არის უნიკალური ადგილი. ჩვენთან საუკუნეების განმავლობაში ძმურად ცხოვრობდნენ ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები, რომლებიც იზიარებდნენ ჩვენი ქვეყნის სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას. საქართველო უნდა იყოს მშვიდობის, კონსენსუსის, ურთიერთპატივისცემის და სიყვარულის ადგილი. ჩვენ ასე გვესმის, ასე ესმოდათ ჩვენს წინაპრებს და ეს არის ტრადიცია, რომელსაც ერთგულად გავაგრძელებთ. ჩვენი მუსულმანები, ჩვენი მოქალაქეები, არიან ისეთივე თანასწორნი, როგორც ყველა დანარჩენი სხვა რელიგიის წარმომადგენლები. ჩვენი სახელმწიფო არასოდეს დაუშვებს საზოგადოების დაყოფას სხვადასხვა რელიგიების მიხედვით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო უნიკალურია იმ მხრივაც, რომ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს ერთმანეთთან საოცარი ძმობა, ურთიერთგაგება აქვთ და ამას ქვეყნის სიყვარულით აკეთებენ.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შესახებ, რომლის შექმნაზე მუშაობა ბიძინა ივანიშვილის დროს დაიწყო და აღნიშნა, რომ სააგენტო მიზნად ისახავს ყველა ბიუროკრატიული პროცედურის გამარტივებას, რაც რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა საქმიანობას უკავშირდება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, რელიგიის სააგენტომ 74 ნაგებობას მიანიჭა სტატუსი და მუსლიმთა სამმართველოს გადასცა, 20-მდე მეჩეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო სახელმწიფო თანაბრად სცემს პატივს და პირველად უხდის კომპენსაციებს სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს.

მთავრობის მეთაურმა მიმართვისას ახლო აღმოსავლეთში, ერაყში, სირიაში არსებულ რთულ ვითარებაზეც ისაუბრა.

„ადამიანები, რომლებიც აცდენილნი არიან ჭეშმარიტების გზას, გამოდიან ისლამის ან ქრისტიანობის სახელით და ათასობით ადამიანს არასწორ გზაზე აყენებენ. მთავარი არის ის, რომ ადამიანებს დააკლდათ სიყვარული და აქედან მომდინარეობს ყველა დანარჩენი პრობლემა. ჩვენდა საბედნიეროდ, ჩვენ ჭეშმარიტების გზას არასოდეს გადავუხვევთ. ჩვენი მთავარი ძალაა სიყვარული, რომელიც გვაერთიანებს. მინდა, გისურვოთ მშვიდობა და სიყვარული. ყურბან ბაირამს გილოცავთ“, - მიმართა პრემიერმა თბილისის მეჩეთში შეკრებილ მუსლიმებს.

მთავრობის მეთაურს დღესასწაულის მილოცვისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს მუსლიმთა სამმართველოს სულიერმა ლიდერებმა და მუსლიმთა სამმართველოს სახელით სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42