"ასეთი არჩევნების ჩატარება პოლიტიკური თავხედობაა"- ოპოზიცია საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს
პოლიტიკა - 11:03, 24 Sep, 2015     1755
არასაპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს. ისინი იმ ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვენ, რომლითაც მიმდინარე წლის ოქტომბრის შუალედური არჩევნების ჩატარება იგეგმება.

ოპოზიციის თქმით, არსებული საარჩევნო კანონი და საარჩევნო ნორმა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი 15 %-იანი ცდომილების ნაცვლად მარტვილსა და საგარეჯოს ამომრჩველის რაოდენობის ცდომილება 30 %-იანია.

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი დარწმუნებულია რომ საკონსტიტუციო სასამართლო მათი სარჩელის საფუყძველზე ისეთ გადაწყვეტილებას გამოიტანს, რომ ოქტომბრის არჩევნების ჩატარების წესი არაკონსტიტუციურად გამოცხადდება:

„მას შემდეგ რაც 28 მაისს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ოლქების გათანაბრების აუცილებლობასთან დაკავშირებით, შუალედური არჩევნების ჩატარება ოქტომბრის ბოლოს მარტვილსა და საგარეჯოში პირდაპირპროპორციულად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ამიტომ შევა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და დარწმუნებული ვარ გადაწყვეტილება იმ მიმართულებით, რომ ამ არჩევნებს დღის სინათლე არ ეღირსება“- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით მსგავსი წესით არჩევნების ჩატარება პოლიტიკური თავხედობაა და ოლქების გათანაბრებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება:

„ამომრჩევლის რაოდენობა მარტვილსა და საგარეჯოში აბსოლუტურად განსხვავებულია, მათ შორის 30%-იანი ცდომილებაა, მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო გვეუბნება, რომ მხოლოდ 15%-იანი ცდომილება შეიძლება იყოს. ამდენად, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ასეთი არჩევნების ჩატარება პოლიტიკური თავხედობა მგონია, სწორედ ამიტომ გამოვაცხადეთ ჩვენ ბოიკოტი, ახლა კი ვამზადებთ სარჩელს, თუ რამდენად სწორია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე , ამ არჩევნების ჩატარება.“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42