"ქვეყნის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად ამაზე მაღალი პოლიტიკური ფორმატი არ არსებობს"
პოლიტიკა - 21:30, 23 Sep, 2015     1132

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებმა სხდომის დაწყებამდე ავღანეთში გუშინ დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხები - საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2016 წლისთვის; სამხედრო აღმშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის პროექტი სამხედრო საფრთხეების ნაწილში.

„ჩვენ განვიხილეთ საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა, რომელიც წარმოდგენილი იყო თავდაცვის სამინისტროს მიერ და მხარი დავუჭირეთ თავდაცვის სამინისტროს პოზიციას. ვთხოვეთ უშიშროების საბჭოს მდივანს ამ მხარდაჭერის გაფორმების უზრუნველყოფა და პარლამენტისათვის ამ გადაწყვეტილების მიწოდება.

ვისაუბრეთ საფრთხეებზე, რომელიც გამოვლენილია ერთობლივი მუშაობის შედეგად და განვიხილეთ ამ საფრთხეებზე საპასუხო ქმედებების სპექტრი. დავთქვით უახლოეს მომავალში ხელახალი შეხვედრა ამ საკითხებთან დაკავშირებით“, -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭო არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანო, რომელიც იკრიბება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად.

„ამ საკითხების განსახილველად ეს არის ყველაზე მაღალი ფორუმი და ფორმატი, რომელშიც მონაწილეობას იღებს პრეზიდენტიც, საკანონმდელო და აღმასრულებელი ხელისუფლებაც.

სულ ახლახანს, ჩვენ ხაზი გავუსვით ამ ფორმატის პოლიტიკურ მნიშვნელობას და გავაფართოვეთ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატი და მასში კიდევ უფრო მეტი წევრი შევიყვანეთ.

შესაბამისად, ამაზე უფრო მაღალი პოლიტიკური ფორმატი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად სახელმწიფოში არ არსებობს და ამდენად ამ საბჭოზე თათბირი ქვეყნისათვის ძალინ მნიშვნელოვანი საქმეა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42