პროკურატურა შესაძლოა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტენდერებით დაინტერესდეს. საუბარია დავით შავლიაშვილის მინისტრობის პერიოდზე, რომლის მიმართაც ბრალდებები მას შემდეგ არ წყდება, რაც უწყების სათავეში ნოდარ ჯავახიშვილი მოვიდა.
კურიერის ინფორმაციით შავლიაშვილი საქართველოში გუშინ დაბრუნდა დღეს კი ის სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან იმ დროს დააფიქსირეს, როდესაც რესტორან სენატში შეხვედრას მართავდა. ამ შეხევდრის მონაწილეები კი შავლიაშვილთან ერთად, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, ზვიად ჯანყარაშვილი და გზების დეპარტანეტის ყოფილი თავმჯდომარე იოსებ ქადაგიშვილი იყვნენ.
შესაძლოა დავით შავლიაშვილი არასწორად ჩატარებულ ტენდერებსა თუ მისი მინისტრობის დროს სხვა დარღვევების გამო პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარონ. ქრონიკა პლიუსის რედაქტორი, ელისო კილაძე აცხადებს, რომ შავლიაშვილი ე.წ. ღარიბაშვილის კლანის წევრების დასახელებას აპირებს.
კილაძის ინფორმაციით ერთ-ერთი საქმე, რომლეზეც დავით შავლიაშვილს საგამოძიებო უწყება ედავება სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობას და კომპანია ალტკომისათვის წინასწარ ავანსად გადარიცხულ 43 მილიონ ლარს ეხება.
ჟურალისტის მიერ გავრცელებული ვერსიები გაცილებით უფრო რეალისტურად ინფრასტრუქტურის მოქმედი მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადების შემდეგ გამოიყურება, რომელიც მან რამდენიმე დღის წინაც გააკეთა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია საუბრობს ოპოზიცია. ნაციონალური მოძრაობის განცხადებით სამინისტროს ტენდერების უკან ე.წ. კახური დაჯგუფება და მისი ხელმძღვანელი ზვიად ჯანყარაშვილი დგას.
წყარო: rustavi2.com
მასალის გამოყენების პირობები






